მუნდიალი 2018: ხორვატიამ ექსტრა ტაიმში ინგლისი დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ხორვატიამ დამატებით დროში ინგლისს 2:1 სძლია და ფინალში საფრანგეთს შეხვდება.

უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

altივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ

შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის

კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. გატანილმა გოლმა სლავების თამაში გარდასახა, ისინი ინიციატივას დაეუფლნენ და პერიშიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ექტრა ტაიმი დაინიშნა. ეს ხორვატებისთვის ზედიზედ მესამე ექსტრა ტაიმი გახლდათ.

დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.



altგარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ

 


ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი

altზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა

 

altეს საქართველოს ნაკრებმა უნდა გაიგოს - დალიჩი: ასეთი პატარა ქვეყანა არასოდეს გასულა ფინალში, ჩვენ ნორმალური სტადიონიც კი არა გვაქვს

altლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს

მკითხველის კომენტარები / 65 /
საფრანგეთი საუკეთესოა! მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთია!
ლევანი
12 ივლისი 2018 11:04
5
ხორვატიის მოსახლეობა დაახლოვებით 4,2 მილიონს შეადგენს. ალბათ მიხვდებოდით , რისი თქმაც მინდა.
giorgi
12 ივლისი 2018 10:42
2
კიდევ კარგი,რომ ფინალში ინგლისი ვერ გავიდა.საფრანგეთის ნაკრები მთელი თავით მაღლა დგას ინგლისის ნაკრებზე. აბა მაშინ გენახათ ინგლისელების საცოდაობა და შერცხვენა.პრემიერლიგა ძალიან ძლიერი ლიგაა, მაგრამ იქ ამინდს ის კლუბები ქმნიან ვისაც ძლიერი ლეგიონერები ყავთ.ინგლისელი ფეხბურთელები მეორე პლანზე არიან(არ ვგულისხმობ კეინს).
ორიოდე სიტყვით კომენტატორებზე.უმეტესობა ფეხბურთის გაგებაში არ არის და ვისაც ესმის(დარსაძე, ყაველაშვილი) მასაც არ აცდის საუბარს
gigo
12 ივლისი 2018 10:23
1
საერთოდ ვგულშემატკივრობ ჩვენნაირ პატარა ქვეყნის ნაკრებებს, მათ შორის ხორვატიას,მაგრამ ფინალში გასვლა ასეთი თამაშებით,უფრო სწორად რომ ვთქვათ ჭიდაობით...
ასეთ მდარე ხარისხის ჩემპიონატი არ მახსენდება
ნიკოლოზ
12 ივლისი 2018 10:12
2
საფრანგეთი ჩემპიონია,მბაპე საუკეთესოა!
FRANCE CHAMPION
12 ივლისი 2018 10:01
6
ფაშისტები არაიან თუ " მიშისტები" კი გაკუზეს ერთმორწმუნე რუსეთიც და კათოლიკე ინგლისიც....სასიხარულო ამაში ის არის რომ პატარა ერია და ბრძოლით მსოფლიოს მეორე ნაკრებია უკვე თუ არა პირველი... და კიდევ თუ მიმხრობაა სუსტს და პატარას უნდა მიემხრო თორემ რუსეთის მიმხრობა უფრო საკვირველია რომ გიკვირთ ხორვატებს რატომ ქომაგობთო....რატომღაც ის არავის არ უკვირს რუსეთს რომ ქომაგობენ საქართველოში ეტყობა ამბიონებიდან სათანადოდ აკაჩავებენ მრევლს
ზურა
12 ივლისი 2018 10:00
8
ხორვატიამ ბრძოლით მიაღწია, კლასით და ჟინით, ინგლისი კი ნახევარფინალის გუნდიც არ იყო, უბრალოდ პოლიტიკურად ძლიერი ქვეყანაა და ჟღერს რომ ვითომ დიდი გუნდია, თორემ გრანდი ნამდვილად არ არის დიდი ხანია.ტუნისს შემთხვევით მოუგო, კეინი პანამის ხარჯზეა ბომბარდირი. მაგათ ძალიან ბევრი ქვეყანა მოუგებდა, მაროკოც კი.
a
12 ივლისი 2018 09:17
1
ხორვატია ევროპის მეორე დონის ნაკრებია. ანუ იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ჰოლანდია, გერმანია. მეორე დონე: ისლანდია, სერბეთი, ხორვატია, რუსეთი, საბერძნეთი, თურქეთი, ბელგია. ეს დონე არ უდნა თამაშობდეს მსოფლიოზე.
111
12 ივლისი 2018 08:44
29
ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარშენ,შვანგირაძე.
სოსო
12 ივლისი 2018 11:29
0
აბა შენი აზრით რომელი გუნდი უნდა ყოფილიყო ფინალში ხორვატიის მაგივრად? ამათზე ჟილკიანად და ბოლომდე რომელმა ითამაშა ამდენი თამაში? წადი ბალეტს უყურე ჯობს ;)
:D :D :D
12 ივლისი 2018 09:25
1
ყველა გამოხმაურება
კარგი ხალხო, რა შუაშია აქ უსტაშები და კათოლიკები ? გუნდმა მართლა დამსახურებულად მოიგო. თითქმის 1 შემადგენლობით ითამაშა ყველა თამაში. ხორვატიის ნაკრებში რეალის, ბარსელონას, იუვენტუსის, მანჩესტერ სიტის და სხვათა მოთამაშეები თამაშობენ, რომლებსაც ძალიან დატვირთული სეზონი ჰქონდათ. ინგლისზე მეტი მომენტი შექმნეს და გაიტანეს კიდეც.
გგგ
12 ივლისი 2018 08:36
0
ზოგადად "დიდი" საფეხბურთო ქვეყნები მეტადაა გაპიარებული (ინგლისი განსაკუთრებით, ეხერხებათ მაგათ ეგეთები)და პატარა ქვეყნების წარმატება ასეთ ფონზე სენსაციად მიიჩნევა ხოლმე. არადა ხორვატიას ისეთი ფეხბურთელები ყავს, ნებისმიერი "დიდი" გუნდი მოაწერდა ხელს. ინგლისს შემადგენლობითაც ჯობს, თამაშშიც აჯობა და დამსახურებულად გავიდა.
ხორვატია
12 ივლისი 2018 08:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული