უკვე დებიუტში მოდრიჩმა ინერციით წააქცია საჯარიმოს წინ დელე ალი, საჯარიმოდან კი ტრიპიერმა გაიტანა გოლი და თავისი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ ინგლისის ნაკრები დამაჯერებლად თამაშობდა, უფრო მწვავედაც უტევდა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
ივან რაკიტიჩი: გუშინ 39 გრადუსი სიცხე მქონდა. ფინალში უფეხოდაც ვითამაშებ
შესვენების შემდეგ ხორვატია ისევ სწორხაზოვნად უტევდა, მათი ლიდერები მოდრიჩი და რაკიტიჩი პასიურები იყვნენ და მაინც გაათანაბრეს ანგარიში - 69-ე წუთზე საჯარიმოში ჩაკიდებულ ბურთს პერიშიჩმა პიკფორდის
დამატებით დროში ვრსალკომ როუზის თავით დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა, 109-ე წუთზე კი მანძუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ხორვატია ფინალში გაიყვანა.
გარეთ საუტგეითი: ბიჭებს ბიჭებს მესამე ადგილისთვის მატჩში თამაში არ უნდათ
ოთხშაბათი. 11 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
ხორვატია - ინგლისი 1:1 (დ.დ. 2:1)
გოლები: 0:1 ტრიპიერი (6), 1:1 პერიშიჩი (69), 2:1 მანძუკიჩი (109)
ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 94), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 102), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი, მანძუკიჩი (ჩორლუკა 115)
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი, ტრიპიერი, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (სტოუნზი 91), სტერლინგი (რეშფორდი 73), კეინი
ზლატკო დალიჩი: 1998 წელს დამარცხებისთვის ღმერთმა საფრანგეთზე შურისძიების შანსი მოგვცა
ლუკა მოდრიჩი: ინგლისელი ექსპერტები ბევრს ყბედობდნენ და უზარმაზარი შეცდომა დაუშვეს
მიუხედავად კლასისა, ის გუნდები იმარჯვებდნენ, ვინც გამძაფრებული მოტივაციის წყალობით ინიციატივას ფლობდა. მსაჯობაზეც უნდა ვთქვა,
რომ გამოზომილად მიკერძოებული იყო. ჰაუტების, კუთხურების და პატარ-პატარა ჯარიმების ბედი რატომღაც უსამართლოდ წყდებოდა ხორვატების სასარგებლოდ. შესაძლოა, აქ ასახულიყო ალბიონელთა ტრიუმფის მიუღებლობა მასპინძელი ქვეყნისთვის. ხორვატებმა მაინც დამსახურებულად გაიმარჯვეს. მათი ლანძღვა-გინება უბრალოდ სასაცილოა. ნამდვილი გმირები არიან. მათი ფაშისტობის გახსენება საერთოდ პათოლოგიაა. სხვათა შორის ოთხ-ოთხჯერ მსოფლიო ჩემპიონები გერმანელები და იტალიელები ხდებოდნენ და მერე რა?!. თუ ემოციური მუხტი შეინარჩუნეს, მოტივაციამ და ინიციატივამ იქნებ ფინალშიც გამოაცხოს სასწაული. სასწაულის გარეშე ფრანგების ძლევა გაუჭირდებათ.
ძირითადად ესეთი ხალხია რომლებიც ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახონ რომ ფეხბურთის თამაში სხვაგანაც იციან იმ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გარდა!
ბ ჯგუფი არგენტინა საფრანგეთი კოტ დევუარი იაპონია და ა.შ