ივან რაკიტიჩი: ხვალ მოედანზე 4.5 მილიონი ხორვატი გავა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა მისი გუნდის მხარდაჭერაზე ისაუბრა.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ხვალ ფინალში მთელს მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი გვიგულშემატკივრებს. სხვადასხვა ქვეყნებიდან ვიღებ მხარდასაჭერ წერილებს. ეს ყველა ხორვატისთვის ისტორიული მოვლენა იქნება. მერწმუნეთ, ჩვენ საკმაო ძალა და ენერგია გვაქვს.

მოედანზე 4.5 მილიონი ხორვატი გავა. ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით. გვესმის, რომ ეს ჩვენი ცხოვრების მატჩია. "ლუჟნიკებზე" რომ 4.5 მილიონი ადამიანი ეტეოდეს, დარწმუნებული ვარ, გაივსებოდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული