20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩში საფრანგეთმა ხორვატიის დიდებული გუნდი დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ფრანგებმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 20 წლის შემდეგ პირველად მოიპოვეს.

ამ შეხვედრაში აბსოლუტურ ფავორიტად საფრანგეთი მიიჩნეოდა, რადგან უკეთაა დაკომპლექტებული, არა აქვს სუსტი რგოლი და ჩავარდნის გარეშე ჩაატარა მთელი ტურნირი. რაც შეეხება ხორვატიას, ფინალამდე მისაღწევად 3 ოვერტაიმის თამაში მოუწია და მართალია, ობიექტურად ვიზავიზე უფრო სუსტია, მაგრამ ერთ თამაშში ყველაფერი ხდება. თანაც, ამ გუნდს განსაკუთრებული ქარიზმა აქვს და საერთო სიმპათიები დაიმსახურა.

altზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

 

ფინალები უმეტესად
ნაკლებადსანახაობრივი გამოდის ხოლმე და როგორც მოსალოდნელი იყო, ეს შეხვედრაც გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს. ხორვატებმა კი შეუტიეს, მაგრამ ფრანგები მაგრად დაუხვდნენ და მე-19 წუთზე მანძუკიჩის ავტოგოლით დაწინაურდნენ.

ალოგიკურად. ფრანგებმა მათი კლასის გათვალისწინებით, სერიოზული საჩუქარი-ფორა მიიღეს. თუმცა, სლავებმა ამ ტურნირზე არაერთხელ შემოატრიალეს თამაში. და 28-ე წუთზე პერიშიჩმა გაათანაბრა ანგარიში. მერე ისევ გაუმართლათ გალებს, როდესაც იმავე პერიშიჩს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა (ისე, შეეძლო არც დაენიშნა) და გრიზმანმა პენალტი გამოიყენა.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

მოკლედ, დიდიე დეშამის გუნდს ფაქტიურად მომენტი არ შეუქმნია და 2 გოლი გაიტანა. ეს კლასში უპირატესობაა თუ ფორტუნას წყალობა? თავად განსაჯეთ.

შესვენების შემდეგ ხორვატებმა ისევ დაიწყეს იერიშის იერიშზე მიტანა და რებიჩს ლორისმა არ დაანება გოლის გატანა. 59-ე წუთზე კი პოგბამ დალაშქრა სუბაშიჩის კარი და ხორვატები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩდნენ. მერე მბაპემ მეოთხე გოლიც გაიტანა და ყველაფერი დასრულდა (სუბაშიჩს 20 მეტრიდან დარტყმული ბურთის აღება მართებდა). შემდეგ დიდად ნაქებმა ლორისმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და მანძუკიჩმა ანგარიშში სხვაობა შეამცირა და 4:2.

რა თქმა უნდა, ხორვატების გულშემატკივრები გულდაწყვეტილნი დარჩნენ და მართლებიც არიან, რომ მათ მეტოქეს გაუმართლა, მაგრამ როგორც წესი, უძლიერესს უმართლებს ხოლმე.


altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

კვირა. 15 ივლისი. მოსკოვი. "ლუჟნიკები". 78 011 მაყურებელი
საფრანგეთი - ხორვატია 4:2
გოლები: 1:0 მანძუკიჩი (19 საკ. კარში), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანძუკიჩი (69)

საფრანგეთი: ლორისი, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი, კანტე (ნზონზი 55), პოგბა, მატიუიდი (ტოლისო 73), მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

ხორვატია: სუბაშიჩი, ვრსალკო, ვიდა, ლოვრენი, სტრინიჩი (პიაცა 82), რაკიტიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რებიჩი (კრამარიჩი 71), პერიშიჩი, მანძუკიჩი

მკითხველის კომენტარები / 43 /
რომ წერთ გაუმართლაო, რატომ არ უმართლებს მასე საქართველოს ნაკრებს? იმიტომ რომ უმართლებთ ძლიერებს და არა სუსტებს. ხოლო ვისაც გონია თითქოს საფრანგეთს რამეში გაუმართლა, საერთოდ არ ესმის ფეხბურთი. ნახევარი ძალით დაარბიეს ყველა, ვისაც შეხვდნენ და მომავალშიც ასევე იქნება!!
123
26 ივლისი 2018 15:40
0
visac gonia rom safrangetma daumsaxureblad gaimarjva an susti chempionia damijeret fexburtis gartymashi ar xart da jobia aghar uyurod, sasaciloa r satireli rom ar iyos ak dawerili komentarebi...safrangetma cali fexit moigo chempionati
akaki
18 ივლისი 2018 10:41
0
"გაუმართლათ გალებს" - კარგი იყო. საფრანგეთის ნაკრებზე რომ კაცი მაგას იტყვი...
გიორგი
16 ივლისი 2018 17:52
0
visac gonia rom gaumartlad an daumsaxureblad moigo safrangetma fexburtis araferi gaegeba da jobia aghar gaagrdzelos yureba, cali fexit moigo da bolomde arc utamashia 11wuti itamasha argentinastan da rac mouvida yvelam dainaxa shuris momentia es yvelaferi,sasaciloa satireli rom ar iyos...
akaki
18 ივლისი 2018 10:46
0
საკმაოდ ბრძნულია ლათინური ანდაზა : "Fortuna non penis, in manus non recipa!"

("იღბალი ფალოსი არ არის, ხელში ვერ დაიკავებ!").

ისე, საკმარისია მოწინააღმდეგის გუნდში თუნდაც ერთი (ერთადერთი!) მოსყიდული "ტროას ცხენი"(ფლეი-მეიქერი, ერთი მცველი ან გოლ-ქიფერი) გყავდეს და ამ გუნდს, როგორც ჩვენი კლასიკოსი, ბ-ნი კ.გამსახურდია იტყოდა, "მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს!".
ან პასების მუდმივად უკან გადაცემას ექნება ადგილი, ან ავტოგოლი გავა, ან "ხელბურთი" ჩაერთვება, ან მეკარე მოქნევა-დარტყმის მომენტს ვერ დაინახავს ან არ დაანახვებენ.
მსაჯი კიდევ, ცალკე თემაა და თუ ადრე არბიტრს კიდევ ჰქონდა შანსი, რომ შეცდომა მიეტევებინათ, მრავალხედიანმა ვიდეოკონტროლმა "შეცდომის" ცნება ამოშალა, გააქრო და მის ნაცვლად მხოლოდ მიკერძოვება დასტოვა.
ამიტომ შედეგის მართვისთვის მსაჯი ნაკლებეფექტური იარაღი გახდა.
მოედნებზე ახლა ტოტალიზატორისა და პოლიტიკურ კონიუნქტურის ევრო-დოლარ-ლაგამამოდებული ტროას ცხენების ჯირითია!
Vasiko
16 ივლისი 2018 12:08
3
მაგ ფრაზის აზრი გააზრებული რომ გქონდეთ თვითონვე არ შეეწინააღმდეგებოდით შემდგომ რა აზრიც განავრცეთ
***
16 ივლისი 2018 16:36
0
ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი იყო, მთელი ტურნირის განმავლობაში, არანაირი ხიბლი, არც მოტყუება , არც მაკრატელა, არც რამე დასამახსოვრებელი დრიბლინგი, არც რამე გააზრებული კომბინაციები, არც რამე ემოციები, არც ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა, არადა ყოველ ჩემპიონატზე ახალგაზრდა ტალანტები აღმოჩნდებოდნენ, მოკლედ ფეხბურთი რეგრეს განიცდის, იყო ნამდვილი დოღი!!!! ვინც ბევრი ირბინა იმან მოიგო !!! აფრიკის კონტინენტიდან აააგროვეს რამოდენიმე ბიჭი, შემდეგ დაუმატეს ორი სამი ევროპელი , ერთი ორი ფრანგი და ამღერეს საფრანგეთის ჰიმნი, და ამ გუნდმა მოიგო მსოფლიო ამ ბახა ბუხში, და ჩაეთვალა მოგება საფრანგეთს ... ესე თუ გაგრძელდა 10-15 წელიწადში ფეხბურთი ნამდვილად აღარ იქნება ნომერ პირველი სპორტი, უბრალოდ ხალხი აღარ ივლის სტადიონზე , დაახლოებით ისე , როგორც საქართველოში !!!
Vasili
16 ივლისი 2018 11:48
6
საფრანგეთი სჯობდა ხორვატიას და ეს არ მოგეწონა, და ამის გამო ჩემპიონატი დაბალი დონის იყო? (ისე მართალია ხორვატები ძალიან გადიღალნენ სამი დამატებითი დრო ითამაშეს) უმაღლესი დონის თამაშები იყო, შემთხვევით სხვა თამაშებს ხომ არ უყურე მაგალითად ივერია-კოლხეთის თამაშს? საქართველოში რატომ არ დადიან სტადიონებზე ეს სხვა თემაა, ამას მრავალი მიზეზი აქვს , ყველამ კარგად იცის რატომაც არ დადიან
zaz
16 ივლისი 2018 12:56
4
1978 წლიდან ყველა მსოფლიო მახსოვს: - 1978-1982-1998 წწ-ბის საუკეთესოები იყო. 2018 წლის იყო ყველაზე სუსტი და დაბალი კლასის; ეხლანდელი ჩემპიონი - ყველაზე სუსტი ყველა მსოფლიო ჩემპიუონს შორის (თუნდაც საფრანგეთის 1998 წლის ნაკრებს ბევრად ჩამოუვარდება და 80-იანების საფრანგეთის ნაკრებს (რომელიც მსოფლიო ჩემპიონი არც გამხდარა) - ორი თავით ჩამოუვარდება); საუკეთესო ფეხბურთელი მოდრიჩი, რა თქმა უნდა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ყველაზე სუსტი და არაქარიზმატულია ყველა წინა ჩემპიონატის საუკეთესოებს შორის.
დათი
16 ივლისი 2018 11:45
2
ჩემპიონატში იმარჯვებს სპორტი,

"ჩემპიონატში" - ტოტალიზატორი!
იღბალს რაც შეეხება: "Fortuna non penis, in manus non recipa!"
16 ივლისი 2018 10:50
0
ერთი საინფორნმაციო დასკვნითი
სტატია გააკეთეთ, ვინ გახდა საკეთესო ფეხბუთელი, მეკარე და ა. შ. შედარებითი სტატისტიკა სხვა მსოფლიოების... რომ ყველა მოკლე ინფოს ერდგან გაეცნოს ადამიანი... მადლობა
krk
16 ივლისი 2018 08:09
0
. . . და ჩემპიონატიც დასრულდა, უფრო სწორად "ჩემპიონატი"!

როგორც ყოველთვის, გაიმარჯვა ... ტოტალიზატორმა!!!
ხორვატიამ 4 გოლი შეაგდო: 2- ფრანგების კარში და 2 - საკუთარში (აქედან 1 - თავით, ერთიც ხელით, რასაც პენალტიმოჰყვა).
16 ივლისი 2018 02:04
10
მეგობარო, ძალიან შორს ხარ ფეხბურთისაგან დამიჯერე ;)
miiau
16 ივლისი 2018 11:23
0
მსაჯმა აშკარად გააფუჭა თამაში, არ მგონია რომ მისი ქვეყნის გუნდის გამომგდებ შესანიშნავ გუნდს სპეციალურად გაუჩალიჩა, მაგრამ პენალტი დასანიშნი არ იყო. მიუხედავად იმისა რომ მე ხორვატებს ვბალელშიკობდი, ვფიქრობ ფრანგები მაინც მოიგებდნენ. გული დამწყდა, რომ ახალი ჩემპიონი ვერ გამოვლინდა და ჩემპიონატიც რომ დამთავრდა.) ) ხორვატია ყველანაირად ქვების ღირსია, ბრწყინვალედ ჩაატარა ტურნირი!
დავით 67
16 ივლისი 2018 01:36
7

სიახლეები პოპულარული