ზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

AutoSharing Option
საფრანგეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა შეაფასა.

"ახლა არაფერზე არ ვფიქრობ. დავიღალე. სახლში უნდა დავბრუნდე და დავისვენო. რამდენიმე თვეა შეუსვენებლივ ვიმუშავეთ.

ბიჭებს ვუთხარი, რომ ტურნირს თავაწეულები სტოვებენ. მათ შეუძლიათ თავიანთი თამაშით იამაყონ.

ფრანგებს გამარჯვებას ვულოცავ. პირველი 20 წუთი კარგად ვითამაშეთ და ბურთს ვაკონტროლებდით. მერე ავტოგოლი გავუშვით, თუმცა მალე ანგარიში გავათანაბრეთ და პენალტი დანიშნეს ჩვენს კარში.

არ მიყვარს მსაჯობაზე ლაპარაკი, მაგრამ ერთს ვიტყვი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება. ეს საფრანგეთის მოგებას არ აკნინებს. ჩვენ კი
მუნდიალზე საუკეთესო შეხვედრა ჩავატარეთ".

altმუნდიალი 2018: საფრანგეთმა ფორტუნასა და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 7 /
ძლატკო მართალი კაცი ხარ! ღმერთმა ქნას ჩვენც გვყოლოდეს როდესმე შენნაირი ტაქტიკოსი მწვრთნელი!
gurami
23:22 15-07-2018
1
ხორვატია დიდი გუნდია ყველაპრიტ
liverpuli barselonas supermarketi.
02:56 16-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული