ზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ საქართველო მოიხსენია.

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ მას კითხვა დაუსვა:

- ბევრი ფიქრობს, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი პატარა ქვეყნებისთვის დიდი მოტივაციაა, რადგან იგივე ხორვატიაც პატარა ქვეყანაა, რომელმაც ფინალში ითამაშა. პირველ რიგში მოტივაციაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რა იქნება თქვენი მესიჯი პატარა ქვეყნებისთვის?
- ჩვენს ავტობუსს აწერია: "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნება". უნდა გჯეროდეს შენი წარმატების. ეს სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, იგივე საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ
ოცნება და ამბიცია, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და გჯეროდეთ გამარჯვების. უკან ვიხედები და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ჩემი ქვეყნით.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

alt20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

altპეტერ შმეიხელი: მსაჯმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიპარა

altფიფამ საუკეთესოები დააჯილდოვა

altხორვატმა ფეხბურთელმა დაჯილდოებისას ვლადიმირ პუტინს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

altლუკა მოდრიჩი: პიტანას მსაჯობით გაოგნებულნი ვართ

altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 38 /
es sityvebi didi stimuli unda iyos tqventvis, da chventvis panebistvis, bichebo wiin da xorvat panebze metad dagidgebi gverdshi ertaligaze, madloba xorvatias am sityvebistvis da kargi tamashistvis. bichebo wiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiin
ave
16 ივლისი 2018 02:52
1
მთავარია იყო ვაჟკაცი და ბრძოლა გიყვარდეს და თუ მაგ შემართებით გახვალ მინდორზე ყველას მოგება შეიძლება!!! ქართველო ფეღბურთელებო მიბაძეთ ხორვატებს. და თქვენ სიტყვას იტყვით! თუ მშიშრები ხართ მაშინ ყაზახებთან ფარერებთან და მალტასთანაც დამარცხდებით!
koko
16 ივლისი 2018 02:11
0
ყოჩაღ ხორვატებს და მათ მწვრთნელს. ისე რა საინტერესოა საქართველო რატო გაახსენდა ნეტა ბებია ქართველი ხომ არ ყავდა ზლატკოს ? :))) გვარიც როგორ ჟღერს დალიჩი ანუ დალის შვილი რომ გადმოვთარგმნოთ :)
irakli81
16 ივლისი 2018 01:52
0
რა არის გაუგებარი, "ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ მას კითხვა დაუსვა" - ხოდა გასცა პასუხი და საქართველოც ახსენა.
აჩი
16 ივლისი 2018 10:53
0
გაიგო დაჰაჰავების ამბავი ალბათ და რომ იკითხა ვინ აჰაჰავებსო მოახსენეს ქართველები არიანო, სავარაუდოდ მასე მოხვდა! ))
fsiuuu
16 ივლისი 2018 02:11
3
ძაან მაგარი ფაქტია, მაგრამ საინტერესოა საქართველოსთან რა კავშირშია თვითონ ეს პიროვნება, და მაინცდამაინც საქართველო რატო.
toka
16 ივლისი 2018 01:03
0
საქართველო, ალბათ, ამისურზე რომ აწერიათ, იმიტომ გაახსენდა...
ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა..
ყური მიგდე
16 ივლისი 2018 00:54
0
ტალანტებს გაუმარჯოს.მთავარია არ დაკარგოთ .მივალთ მაქამდე
რუსთავი
16 ივლისი 2018 00:44
0
ღირსებით სავსე კაცია ზლატკო დალიჩი!
არჩილ
16 ივლისი 2018 00:20
0
მადლობა ბატონო ზლატკო საქართველო, რომ გაიხსენეთ.
ნიკა
16 ივლისი 2018 00:18
0
მოდით ყველა ფეხბურთის გულშემატკივარს ვთხოვ შევაფასოთ ეს სტატია დადებითად და იქნებ ნახონ ქართველმა ფეხბურთელებმა როგორ ვოცნებობთ მთელი საქართველო მათ ჩვენი ნაკრების წარმატებაზე
ტოტტი
16 ივლისი 2018 00:15
1
შენ გენაცვალე.კარგია !!!
Ruslani
16 ივლისი 2018 00:04
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული