ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ მას კითხვა დაუსვა:
- ბევრი ფიქრობს, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი პატარა ქვეყნებისთვის დიდი მოტივაციაა, რადგან იგივე ხორვატიაც პატარა ქვეყანაა, რომელმაც ფინალში ითამაშა. პირველ რიგში მოტივაციაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რა იქნება თქვენი მესიჯი პატარა ქვეყნებისთვის?
- ჩვენს ავტობუსს აწერია: "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნება". უნდა გჯეროდეს შენი წარმატების. ეს სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, იგივე საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ
ოცნება და ამბიცია, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და გჯეროდეთ გამარჯვების. უკან ვიხედები და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ჩემი ქვეყნით.
ზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება
20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]
პეტერ შმეიხელი: მსაჯმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიპარა
ხორვატმა ფეხბურთელმა დაჯილდოებისას ვლადიმირ პუტინს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]
ლუკა მოდრიჩი: პიტანას მსაჯობით გაოგნებულნი ვართ
დიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა
ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა..
P.S რუნიე, სრნა, ლოვრენი, ჩორლუკა, სტრინიჩი, რაკიტიჩი (პერიშიჩი, 61), დუიმოვიჩი, მოდრიჩი, კრანჩარი (იელავიჩი, 70), პეტრიჩი (პრანიჩი, 84), კალინიჩი, ვუკოევიჩი, მანძუკიჩი. - ეს ის გუნდია საქართველოს ნაკრებმა თბილისში 89-ე წუთზე გატანილი გოლით რომ გააკრა ბეჭებზე. წაიკითხეთ შემადგენლობა, 95% ის გუნდია რომელმაც წუხელ ფინალი ითამაშა. მაშინ ჩვენებმა იბრძოლეს, თავი დადეს და.... უკვე ყველაფერია ნათქვამი...