გორდონი: მეზიზღება ფიფა, რუსულ ფულზე დამოკიდებული ნაძირალების მაფიოზური ორგანიზაცია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ფიფა გააკრიტიკა.

"ვიდა და ვუკოევიჩი გმირი ბიჭები არიან. მე მათ ტაშს ვუკრავ. როდესაც ხორვატები ფინალში გავიდნენ, მე სოციალურ ქსელში დავწერე: "ჩვენები ფინალში არიან, ვაშა, დიდება უკრაინას".

ისინი ჩვენები ამ ვიდეორგოლის შემდეგ გახდნენ. ყოჩაღი ბიჭები არიან. რა მოხდა შემდეგ: იმდენად, რამდენადაც ფიფა ძალიანაა დამოკიდებული რუსეთსა და რუსულ ფულზე, დაიწყო ძალადობა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაზე. ეს ფედერაცია კი ფიფაზეა დამოკიდებული და რუსულ ფულზე. ხორვატებს წინ 2 მატჩი ჰქონდათ. ვიდას და ვუკოევიჩს ხელები გადაუგრიხეს. ფედერაციამ ბოდიში მოიხადა და მათაც
ბოდიში მოახდევინეს.

მოდით, ვიდას ადგილზე წარმოვიდგინოთ თავი. ბიჭმა თქვა: "დიდება უკრაინას, ეს თქვენ უკრაინისთვის". ხომ თქვა? თქვა. ძალად არავის უთქმევინებია. ეტყობა, მერე ისეთი ზეწოლა მოახდინეს მათზე, ისეთი, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. მე მათი მესმის. მადლობელი ვარ, რომ მოქალაქეობრივი სოლიდარობის აქტი გამოხატეს აგრესორისაგან დაზარალებული უკრაინის მიმართ.

რაც შეეხება ფიფას: მეზიზღება ეს კორუფციული ორგანიზაცია. ისინი ნაძირალები არიან. მათ იციან, რომ რუსეთმა უკრაინაში 10 000 ადამიანზე მეტი მოკლა. როდესაც მთელი მსოფლიო ითხოვდა, არ ჩაეტარებინათ მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში, ეტყობა, ისე გაძღნენ რუსული ფულით, რომ ბოიკოტზე არ წავიდნენ. თუმცა, ყველაფერი ბოიკოტისკენ მიდიოდა. ფიფა კასტური,  მაფიოზური სტრუქტურაა. მას მუდამ არყევს კორუფციული სკანდალები. ამერიკელებმა ხომ წაუჭირეს კონკრეტულად ხელი, შემდეგ ცოტა მოეშვნენ და აშშ-ში მუნდიალი მიიღეს.

მსოფლიო მრავალპოლუსიანია. ფიფას მხოლოდ ფული აინტერესებს, რუსეთზე კი მსჯელობაც არ ღირს. მუტკო თავისი შარდის სკანდალებით, რომელიც მთელ მსოფლიოში საფრთხობელად იქცა, რუსეთში დოპინგის საქმეების ორგანიზატორი, იმის ნაცვლად, რომ წყნარად გვერდზე გაეწიათ და ჩაერეცხათ, ტრიბუნაზე ანათებდა, ვიპ-ლოჟაში, როგორც ცხოვრების ბატონ-პატრონი".

altვიდა და ვუკოევიჩი რუსეთის დამარცხების შემდეგ : დიდება უკრაინას! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსეთმა ფული ჩაუკუჭა და მიიღეს მსოფლიოს ჩემპიონატი,ამერიკელებმა ცოტა ხელი მოუჭირეს,შეაჭანჭყარეს და მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატი.ფიფას არსი უცვლელი დარჩა.რუსეთმა ფულით აიძულა ,ამერიკამ ძალით და არც მათი არსია ერთმანეთისაგან დიდად განსხვავებული,რადგან სხვა ასპექტებში ამერიკა მოქმედებს ფულით ,ხოლო რუსეთი ძალით.ფიფაც კვლავ ის მეძავია,ფულზეც რომ იყიდება და ძალასაც რომ ნებდება.ასე რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერი იცვლება,მაგრამ ყველაფერი უცვლელია.ცვლილება ერთადერთია,ჩვენ რობოტებად ჩაგვთვალეს და სპორტალ გეს ვერანაირად ვეღარ ვუმტკიცებთ,რომ ადამიანები ვართ და ნერვები გაგვაჩნია.
სოსო
11:04 16-07-2018
14
სასაცილოა რამხელა წარმოდგენა ქონიათ მშივრების ქვეყანაზე. ჩემი ნაცნობები არიან და შიმშილია იქ. სად აქვს რუსეთს ან ფული ან გავლენა მართოს რაღაც ორგანიზაცია. რუსეთშ არაფერი არ აქვს. საბჭოთა კავშირსაც არ შესწევდა ამის ძალა. ფიფას უფრო ამერიკის სუნი ასდის, ერთი შეხედვითაც ესეა. ოლიმპიადა რომ პირდაპირ ამერიკის მაგიდიდან იმართება ლაპარაკი ზედმეტია.
43
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული