"კილიანმა იცის, რომ ისეთ რამეებს აკეთებს, რაც სხვებს არ შეუძლიათ. ჭკვიანია და მოსმენა შეუძლია. ვეუბნები, როდესაც ყველაფერს კარგად აკეთებს. იმასაც ვეუბნები, სწორად რასაც არ აკეთებს, თუნდაც ეს 5%-იანი შეცდომა იყოს. მისმენს და შეცდომებს ასწორებს.
1998 წელს ტრეზეგე და ანრიც მის ასაკში იყვნენ, მაგრამ გუნდში ასეთი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონდათ. კილიანი უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელია. მიხარია, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს", - განუცხადა დეშამმა "პარიზიენს".
კილიან მბაპე: 1998 წელს დავიბადე და მოზეიმე ფრანგი გულშემატკივრები არ მინახავს