ხორვატებმა დაზარალებული სალვადორელი ფოტოგრაფი თავიანთ სამშობლოში დაპატიჟეს

AutoSharing Option
ხორვატიის ეროვნულმა ტურისტულმა საბჭომ სალვადორელი ფოტოგრაფი იური კორტეზი, თავის ოჯახთან ერთად, ხორვატიაში დაპატიჟა.

"ყოველ დიდ საერთაშორისო ტურნირს რამდენიმე სახალისო ისტორია ამახსოვრდება.

რუსეთის მუნდიალზე კი ერთ-ერთი ასეთი სახალისო ინციდენტი ჩვენს ფეხბურთელებსა და იური კორტეზს შორის მოხდა.

ხორვატია მეგობრული და თბილი ქვეყანაა. მოხარულები ვიქნებით, თუ იური თავის ოჯახთან ერთად გვესტუმრება", - აღნიშნა ხორვატიის ეროვნული ტურისტული საბჭოს მმართველმა დირექტორმა კრისტიან სანიჩიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისთან 1/2-ფინალური ეტაპის დამატებით დროში, მარიო მანჯუკიჩის გოლის აღნიშვნისას, ხორვატებმა სალვადორელი ფოტოგრაფი იური კორტეზი შემთხვევით წააქციეს.

მოგვიანებით, მასთან დომაგოი ვი
და და მანძუკი მივიდნენ, რომლებმაც ფოტოგრაფს ბოდიში მოუხადეს.

altხორვატიის ნაკრებიდან გარიცხულმა ნიკოლა კალინიჩმა ვერცხლის მედლის მიღება იუარა

altხორვატიის ნაკრების დიდი გულშემატკივარი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პრეზიდენტია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
მანძუკი რომელია? ქუთეისელი მანძუკიეს ბაღანა?
ქუთეისელი
16:15 26-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული