ჯანიმ, ჯანი გავარდეს და მუნდიალი 2022 48-გუნდიანი იყოსო

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ 2022 წელს კატარში ჩასატარებელ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეიძლება მონაწილეობა არა 32-მა გუნდმა, არამედ 48-მ მიიღოს.

შეგახსენებთ, 48-გუნდიანი მუნდიალის გამართვა 2026 წელს იყო დაგეგმილი.

"მონაწილეთა რაოდენობის 2026 წლის ჩემპიონატზე გაზრდა ყველამ მოიწონა და ჩვენ ვსწავლობთ ამ ფორმატით ტურნირის უკვე 2022 წელს გამართვის შესძლებლობას. ფედერაციების უმეტესობა ამის მომხრეა. თუმცა, ორგანიზაციის საკითხია შესასწავლი. რა თქმა უნდა, კატარში 48-გუნდიანი პირველობის ჩატარება რთული იქნება, მაგრამ რამდენიმე მატჩის მეზობელ ქვეყნებში გამართვაა შესაძლებელი", - ციტირებს ინფანტინოს AFP-ი.

ადრე კატარმა განაცხადა, რომ გაზრდილ
ტურნირს ვერ უმასპინძლებს, ფიფამ კი ზოგიერთი მატჩის სხვა ქვეყანაში ჩატარების იდეა წამოაყენა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
96 ჯობია და ერთა ლიგა და ეგეთები აღარ დაგვჭირდება :)
vaxo
12:02 18-01-2019
0
ცოტა კიდევ მოუმატეთ და იქნებ ჩვენც გავაღწიოთ
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული