ფიფამ რუსეთის მუნდიალიდან შესაძლო მოკვეთაზე განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ფიფას პრესსამსახურმა რუსეთის მუნდიალი 2020-დან შესაძლო მოკვეთის თაობაზე განცხადება გაავრცელა.

თუ 9 დეკემბერს WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტი სანქციათა ყველა პაკეტს მიიღებს, მაშინ რუსეთი მუნდიალზე მხოლოდ ნეიტრალური გუნდის ფორმულირებით წარდგება, ანუ ჰიმნისა და დროშის გარეშე.

"WADA-ს აღმასრულებელი კომიტეტის საბოლოო განხილვას დაველოდებით. ჯერჯერობით ფიფა არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას. ფიფა მუდმივ კონტაქტზეა WADA-სა და ASOIF-თან", - წერია ფიფას განცხადებაში.

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რეკომენდაცია გასცა, უახლოესი 4 წლის მანძილზე რუსეთს ყველა საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა აუკრძალონ.

გამოცემის მტკიცებით, შესაძლოა, რუსეთის ნაკრებს 2020 წლის ევროპირველობასა და
2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება არ მისცენ.

WADA-ს ანგარიში ბრიტანელმა ადვოკატმა ჯონათან ტეილორმა შეადგინა, რომელიც გვამცნობს, რომ კოლეგია რამდენიმე წელია სწავლობს რუსეთის მიერ ანტისადოპინგო გლობალური წესების დარღვევას.

ანგარიშიდან დადგინდა, რომ რუსები განზრახ მანიპულირებდნენ ანალიზთა ბაზის მონაცემთა შედეგებით, რომლებიც WADA-ს გადაეცა, რათა მათი სპორტსმენების წარუმატებელი ანალიზები დაემალათ.

მოხსენებაში აგრეთვე იტყობინებიან, რომ აუცილებელია რუს ჩინოვნიკებს აეკრძალოთ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება და რუსეთს აეკრძალოს ნებისმიერი ტურნირის მასპინძლობა.

აღნიშნული საკითხი 9 დეკემბერს, WADA-ს აღმასკომზე განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული