პუტინმა მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩასატარებლად ბლატერის მოსყიდვა აღიარა?

AutoSharing Option
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიში, 2016 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით.

ეს ანგარიში აგრეთვე შეიცავს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, კრისტოფერ სტილის მოხსენებას, რუსეთის მიერ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მათ ქვეყანაში ჩატარებასთან დაკავშირებით, ფიფას მაღალჩინოსნების მოქრთამვაზე.

Sky Sports-მა 430-გვერდიანი ანგარიშიდან ნაწყვეტი გამოაქვეყნა:

"2011 წლის ივლისში სტილმა წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც მოკლედ ასახულია რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დმიტრი მედვედევისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის სავარაუდო საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, პუტინმა აღიარა, რომ რუსმა ოლიგარქმა ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი
მოისყიდა, რათა მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში გამართულიყო.

2012 წელს სტილმა გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ორ ბრიტანელ ჩინოვნიკს გააცნო, რომლებიც ფიფას ხელმძღვანელების სავარაუდო მოქრთამვის თაობაზე ინფორმაციას ფლობდნენ.

სტილის ანგარიშმა აჩვენა, რომ კრემლის ჩინოვნიკმა აღიარა ფიფას ხელმძღვანელთა მოქრთამვა".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბეკემბაუერმა როგორ მოქრთამა 2006 მსოფლიოსთვის FIFA! ეგეც დაცერეთ!
T....
16:55 11-12-2019
8
რას გადაეკიდეთ ამ რუსეთს აბა ისა თქვით ტონი ბლეერმა როგორ გადაუჯოკრა საფრანგეთს როცა ოლიმპიადა ლონდონსი ჩატარდა.ვინც პრესას ყურადგებით კითხულობს მას კარგად მოეხსენება.
maxo
12:54 11-12-2019
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული