მატერაცი: ზიდანს ვუთხარი, რომ მაისურა კი არა, მისი და მინდოდა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ საფრანგეთთან 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზინედინ ზიდანთან კონფლიქტი კიდევ ერთხელ გაიხსენა.

"არ მეგონა, თუ ზიდანი თავს დამარტყამდა. გამიმართლა, რომ არ მოველოდი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მზად ვიქნებოდი და ორივეს გაგვაძევებდნენ.

საჯარიმოში ერთმანეთს რამდენჯერმე შევეჯახეთ. ზინედინმა პირველ ტაიმში გოლი გაიტანა და მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ მისი მეურვეობა დამავალა.

პირველი შეხლა-შემოხლის შემდეგ ბოდიში მოვუხადე, მაგრამ მან ცუდი რეაგირება მოახდინა.

მესამე შეჯახების შემდეგ გავბრაზდი, მან კი მითხრა, რომ თავის მაისურას მომცემდა. მე ვუპასუხე, რომ მაისურას მისი და მერჩივნა", -
თქვა მატერაციმ "იუთუბის" პირდაპირ ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
დის რა გითხრა მაგრამ კაი საჩუქარი გაგიკეთა, მთელი ცხოვრება რომ აღარ მოგინდება მისი და!!
ძმა.
08:17 14-10-2020
0
მატერაციმ გააკეთა თავისი ბინძური საქმე (როგორც ეს იტალიელ ფეხბურთელთა უმეტესობას ჩვევიათ), გამოიყვანა მწყობრიდან ზიდანი, გააძევებინა და ფრანგებს რამოდენიმე წუთში მსოფლიო ჩემპიონობა გამოგლიჯა ხელიდან. დამეთანხმებით..
ქართველი
12:36 12-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული