საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
მეორეზე გასვლა არაა არარეალური,მაგრამ რად გინდა... პლეი ოფში გასვლაზე 1-1 ვითამაშებთ ჩრდ.ირლანდიასთან ან ისლანდიასთან და მერე გუცაევის შოუში რამდენსაც არ ილაპარაკებენ ვეტერანები სახლში ან 0-0 ვითამაშებთ ან წავაგებთ,ფსიქოლოგიური წნეხის ვარიანტში..
ასე რომ- ესპანეთიც რომელიც იქეთ-აქეთ გორავებს ბურთს და კაცმა რო თქვას ფეხბურთს არ თამაშობს გასახევია- სწრაფი თამაშით..როგორც 2014ში ჩილემ გახია..იგივე საბერძნეთი ან შვედეთი-სწრაფი თამაში.. არა განდაგანა პასები..გვყავს ამის შემსრულებელი ბიჭები და თუ განდაგანას არ დააწებინებს მომავალი მწვრთნელი და სწრაფ თამაშს ასწავლის არავისზე ნაკლები არ არიან
Levani
08 დეკემბერი 2020 05:09
11
ლევან, ესპანეთის თამაშს გერმანიასთან უყურე??...
buba
08 დეკემბერი 2020 11:06
2
ნუ გაირთულებთ არასრულყოფილობის დაავადებას. Aრაფერ ყველაზე ცუდ ჯგუფში არ მოხვედრილან. გავიდნენ მოედანზე და ითამაშონ. თუ შიშებით დაიწყეთ უკვე ვერაფერს მიაღწევთ. პირიქით უნდა უხაროდეთ უკეღთესს გუნდებთან თამაში და უკეთ უნდა თამაშობდნენ მათ წინააღმედეგ.საერთოდ ნუ გავლენ ნირც ერთ შეჯიბრებაზე მაშინ თუ ყურები ჩამოყარეს ყველამ.
niko
08 დეკემბერი 2020 03:40
2
ეს მსოფლიოს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი მსოფლიოს შესარჩევისთვის, ხოლო შემდეგი მსოფლიოს შესარჩევი - მომდენო შესარჩევისთვის. ახალი ნაკრები ყალიბდება და ეგრევე გასვლას ნუ მოვითხოვთ.
ლუკა კუ
08 დეკემბერი 2020 03:31
4
მთავარია წნეხში არ ვამყოფოთ ბიჭები, არ მოვითხოვოთ უეჭველი მოგება და უფრო ლაღად და შედეგიანად ითამაშებენ. სიურპრიზებსაც ველოდები ჩვენი ნაკრებისგან. მესამეზეც რომ გავიდეთ, მაინც მაგარი იქნება. თუმცა მეორეზეც არ ვიტყოდი უარს))
შოთა
08 დეკემბერი 2020 03:27
4
Axalgazrdebi ki..ogond perspeqtiulebi unda iyvnen... Arabidze chanturia 2 gaichita..

Perspeqtiulebi arian
Xvicha,zuriko,chakve,kitec,ninua,lochoshvili.. Giorbelidze mainteresebs ras izavs awi, tabidze, amat unda sheuertdes vinc kide sheidzleba itamashos
Kakabadze,kverkvelia,xocholava,budu, miqautadze unda davitriot...
Oqris vakos da janos me awi ara mwams,nu axla rogorc arian ar imsaxureben,arc aburjania..arc kankava da kvekveskiri dgevandeli mdgomareobit
Levani
08 დეკემბერი 2020 02:16
3
ყველაფერი შესაძლებელია და აუცილებლად გავალთ მსოფლიოზე... ჩემი გადმოსახედიდან ძლიერ გუნდებთან უფრო კარგად თამაშობს ჩვენი ნაკრები ვიდრე სუსტებთან...ასე რომ წინ დიდი გამარჯვებები გველოდება...
ტორპედოელი
08 დეკემბერი 2020 02:15
14
არაა ცუდი ჯგუფი. ნებისმიერი ჯგუფი ჩვენთვის "სიკვდილის" იქნებოდა ისედაც. ამ ჯგუფში კი ორი თამაში გვაქვს ესპანეთთან, რაც ძალიან კარგია თუნდაც ჩვენი ახალგაზრდა ტალანტების მოტივირებისთვის. იქნებ სწორად შეირჩეს აუცილებლად უცხოელი და ამასთან ხასიათიანი მწვრთნელი, რომელსაც არ შეეშინდება მაგ. ოქრიაშვილი სკამზე დასვას და კვარაცხელია ათამაშოს თავის ადგილას. იქნებ, ამ ჯგუფმა მოტივაცია მისცეს იგივე მიქაუტაძეს და მარადაშვილს ჩვენთან ითამაშონ. ფეხბურთის ბურთი, რაგბისგან განსხვავებით მაინც მრგვალია და ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში გულშემატკივარს საკუთარი გუნდის უნდა ჯეროდეს
გიორგი
08 დეკემბერი 2020 02:06
4
5 კალთბურთელი +6 რაგბისტი და გავდივართ
დავითი
08 დეკემბერი 2020 01:34
4
ისე,ნიდერლანდები და ბელგია რომ არასდროს შეგვხვედრია...საინტერესო იქნებოდა მათთანაც თამაშები.შვედეთთანაც მგონი დებიუტი გვაქვს და ვნახოთ.იმედია ესპანელები ძალიან ნაწყენები არ არიან ჩვენზე)))
ალექსი
08 დეკემბერი 2020 01:06
3
ესპანეთი ჩვენი ბულკია... 1 თამაშს უეჭველი ვუგებთ... ბრძოლა და ჯგუფიდან გასვლა რეალურია D ამ კაპჩათი ფულს აკეთებენ? 10 ცალი შევავსე
*
08 დეკემბერი 2020 00:47
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული