საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ურთულეს ჯგუფში მოხვდა

AutoSharing Option
ციურიხში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ესპანეთთან, შვედეთთან, საბერძნეთთან და კოსოვოსთან მოხვდა.

ჯგუფები შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

A ჯგუფი
პორტუგალია, სერბეთი, ირლანდია, ლუქსემბურგი, აზერბაიჯანი

B ჯგუფი
ესპანეთი, შვედეთი, საბერძნეთი, საქართველო, კოსოვო

C ჯგუფი
იტალია, შვეიცარია, ჩრდ. ირლანდია, ბულგარეთი, ლიეტუვა

D ჯგუფი
საფრანგეთი, უკრაინა, ფინეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ყაზახეთი

E ჯგუფი
ბელგია, უელსი, ჩეხეთი, ბელარუსი, ესტონეთი

F ჯგუფი
დანია, ავსტრია, შოტლანდია, ისრაელი, ფარერების კუნძულები, მოლდოვა

G ჯგუფი
ნიდერლანდები, თურქეთი, ნორვეგია, მონტენეგრო, ლატვია, გიბრალტარი

H ჯგუფი
ხორვატია, სლოვაკეთი, რუსეთი, სლოვენია, კვიპროსი, მალტა

I ჯგუფი
ინგლისი, პოლონეთი,
უნგრეთი, ალბანეთი, ანდორა, სან-მარინო

J ჯგუფი
გერმანია, რუმინეთი, ისლანდია, ჩრდ. მაკედონია, სომხეთი, ლიხტენშტაინი

მიმოსვლითი შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტს დაიწყება და 16 ნოემბერს დასრულდება. ევროპიდან მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ მოიპოვებენ, ხოლო მეორეადგილოსნები პლეი-ოფში იბრძოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 113 /
სხვა ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით , ხო დავანგრევდით ყველას)))
მთ
07 დეკემბერი 2020 22:16
3
აი ეხლა კი ნამდვილად გავალთ!
საჩვენო ჯგუფი ჯერ არ მოუგონიათ
თემო
07 დეკემბერი 2020 22:15
1
ზუსტად ისე დაჯდა საქართველოს ჯგუფი როგრიც მინდოდა
macbook pro
07 დეკემბერი 2020 22:09
2
თუ ფეხბურთის თამაშზე აცხადებ პრეტენზიას საბერძნეთს კოსოვოს და შვედეთს უნდა ეთამაშო ტოლსწორად ესოანეთზე არაფერს ვამბობ ესპანეთი სხვა დონეა.მაშინ ვთხოვოთ და ჩაგვისვან სანმარინო ანდორა ლუქსემბურგი და ფარერები
ბექა
07 დეკემბერი 2020 22:07
1
ისე ამბობ თითქოს ლუქსემბურგთან და ფარერებთან (ეს დინამომ ქნა ბოლო, მაგრამ ნაკრებმა პირველთან წააგო ნაღდად) არ წაგვეგოს
rasa
08 დეკემბერი 2020 00:40
1
არა რა ფარერები ძმა რას გვერჩი...
სტატე
07 დეკემბერი 2020 22:34
0
ესპანიამ თუ შურისძიება გადაწყვიტა ახალი ანტირეკორდი გექნებათ. ტემბოლე თუ ვერნიდუბი დანიშნეთ ტრენერად.
Vaivaivai
07 დეკემბერი 2020 22:06
14
თავშივე გვეცოდინება რომ ვერ გავალთ
გიო
07 დეკემბერი 2020 22:05
8
ყველაზე რთული ჯგუფია ღმერთმა გვითხრა შანსი მოგეცით და ვერ გამოიყენეთო და აჰა ესეც თქვენო...
Lova
07 დეკემბერი 2020 22:05
8
უეჭველი ბოლო ადგილი. მაქსიმუმ 4 ქულა. მინიმუმ 1. კლოპი და გვარდიოლაც რომ დანიშნონ მეტ ქულას მაინც ვერ აღებენ.
Tornike
07 დეკემბერი 2020 22:04
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული