თბილისში გამომგზავრებამდე ესპანეთმა საბერძნეთს ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ესპანეთი და საბერძნეთი დაზავდნენ - 1:1.

გრანადაში ჩატარებული მატჩის 33-ე წუთზე მასპინძლები ალვარო მორატამ დააწინაურა, ხოლო 56-ე წუთზე ანასტასიოს ბაკასტეასმა პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელები დიდ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, ბერძნების ბურთის ფლობა კი 23% იყო, კარში ბურთი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს და თერთმეტმეტრიანით გაიტანეს.

"ფურია როხას" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 1 აქვს მოგებული, თუმცა მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 1993 წლის შემდეგ არ დამარცხებულა - 50
გამარჯვება და 14 ფრე.

მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 28 მარტს ესპანეთს უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
საბერძნეთმა ფრეს კი მიაღწია, მაგრამ ღირსეულად არ უთამაშია. სულ დაცვაში იდგა. უკრაინამაც ასე "უღირსად" აიღო ქულა. ერთი ჩვენ წავაგეთ "ღირსეულად".
Hoda
02:48 26-03-2021
2
გაბრაზებულზე ამათთან მტრისას. თავი შეაკალით რაგვაქვს დასაკარგი, არცარაფერი
Ohio
02:26 26-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული