მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის B ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, დღეს კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა.
შვედეთმა პრიშტინაში 3:0 დაამარცხა კოსოვო და 6 ქულით ლიდერია. გოლები აუგუსტინსონმა, ისაკმა და ლარსონმა (პენალტით) გაიტანეს. ზლატან იბრაჰიმოვიჩი მწვრთნელმა იანე ანდერსონმა კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მან აუგუსტინსონს საგოლე გადაცემა გაუკეთა და 67-ე წუთზე შეცვალეს.
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, საბერძნეთმა კი სალონიკში ამხანაგურ მატჩში ჰონდურასს 2:1 სძლია. დუბლი 22 წლის თავდამსხმელმა პავლიდისმა შეასრულა.