სამხრეთ ამერიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელიც ბრაზილიასა და არგენტინას შორის უნდა გამართულიყო მატჩის დაწყებისთანავე, მე-6 წუთზე ჩაიშალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთამერიკული კლასიკო ბრაზილიის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა და პოლიციამ ჩაშალეს, ამის მიზეზი კი 4 არგენტინელი ფეხბურთლის, ემილიანო მარტინესის, კრისტიან რომეროს, ემი ბუენდიასა და ჯოვანი ლო სელსოს დეპორტაცია და პროტოკოლის დარღვევის გამო ქვეყნიდან გაძევების მოთხოვნა გახლდათ.
ფაქტი ერთია, თამაში ჩაიშალა, ბრაზილიის წარმომადგენლები FIFA-ს საქმიანობაში ჩაერივნენ, ყველაფერს თავისი წესი აქვს, დიდი ალბათობით, ამის გამო ისინი სასტიკად დაისჯებიან.
სხვა
დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.