ჯიქიამ იბრას სტილში შესანიშნავი გოლი გაიტანა, მემფისის მორიგი სპექტაკლი [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 12 ოქტომბერს, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-8 ტურის შეხვედრები გაიმართა.

H ჯგუფში რუსეთი სლოვენიას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა ანგარიში 28-ე წუთზე გახსნეს. თავი იგორ დივეევმა გამოიჩინა. 32-ე წუთზე გიორგი ჯიქიამ ბრწყინვალე მაკრატელა დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე იოსიპ ილიჩიჩმა გაიტანა.

ამრიგად, 8 ტურის თავზე რუსეთი 19 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება. სლოვენია 10 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

რუსები მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ. სლოვენია იმავე რიცხვში სლოვაკეთს ესტუმრება.

-align: center; font-weight: bold; border: 1px solid; margin: 0px auto;">VideoSportall.Ge
სლოვენია - რუსეთი
G ჯგუფში ნიდერლანდებმა გიბრალტარს უმასპინძლა და დიდი სხვაობით, 6:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე გახსნეს. თავი ვირჯილ ვან დეიკმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მემფის დეპაიმ სტუმართა კარი ორჯერ აიღო. "ბლაუგრანას" შემტევმა გოლები 21-ე და 45+3 წუთზე გაიტანა.

მეორე ნახევარშიც ნიდერლანდებმა ამდენივე ბურთის გატანა მოახერხა. გოლები დენზელ დუმფრისმა (48-ე წუთი), არნაუტ დანჯუმამ (75-ე წუთი) და დონელ მალენმა (86-ე წუთი) გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ მემფისმა ხსენებულ შეხვედრაში 2 გოლს 2 ასისტიც დაუმატა და გულშემატკივარს მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა შესთავაზა.

ამრიგად, G ჯგუფში ნიდერლანდებს 19 ქულა აქვს და 1-ელ  ადგილზე იმყოფება. გიბრალტარი 0 ქულით მე-6 ადგილს იკავებს.

"ნარინჯისფერები" მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. გიბრალტარი იმავე რიცხვში თურქეთს ესტუმრება.


იმავე G ჯგუფში თურქეთი ლატვიას ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 70-ე წუთზე, ბერგამოს "ატალანტას" მცველმა, მერიჰ დემირალმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მასპინძლები დააწინაურა.

თურქებმა წონასწორობა 75-ე წუთზე სერდარ დურსუნის გოლის წყალობით აღადგინეს, გამარჯვების მომტანი ბურთი კი ბურაკ ილმაზმა 90+9 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა.

ამრიგად, G ჯგუფში მე-8 ტურის თავზე თურქეთს 15 ქულა აქვს და მე-3 ადგილს იკავებს. ლატვია 5 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

თურქეთი მომდევნო შეხვედრას 13 ნოემბერს გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ლატვია იმავე რიცხვში ნორვეგიას ესტუმრება.


J ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიამ გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში, "ბუნდესნაკრები" გააქტიურდა, 50-ე წუთზე კაი ჰავერცმა გერმანია დააწინაურა. 70-ე და 73-ე წუთებზე ტიმო ვერნერმა მასპინძლების კარი ორჯერ აიღო, საბოლოო ანგარიში კი ჯამალ მუსიალამ 83-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, J ჯგუფს გერმანია 21 ქულით ლიდერობს. ჩრდ. მაკედონია 12 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.

"ბუნდესნაკრები" მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართავს. მაკედონიელები იმავე რიცხვში სომხებს ესტუმრებიან.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭო რატო წერთ გამორჩეულად რა გაიტანა ჯიქიამ, როცა ქართველებზე და საქართველოზე საზიზღრობები აქვს ინტერვიუში ნალაპარაკები? რას ვეტენებით კაცს რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ ყველას დაუმტკიცოს თუ რა მაგარი რუსია. რაც უნდა ის უქნია, რატომ უნდა გვაინტერესებდეს?
რეზო
00:48 13-10-2021
2

სიახლეები პოპულარული