ესპანეთმა შვედეთს სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ ტურში სევილიაში ესპანეთმა შვედეთი 1:0 დაამარცხა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

B ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად შვედებს მხოლოდ მოგება ესაჭიროებოდათ, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. მათ 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა იბრაჰიმოვიჩმაც ვერ უშველა. გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე მორატამ გაიტანა.

პარალელური მატჩი ათენში საბერძნეთისა და კოსოვოს ეროვნულ გუნდებს შორის 1:1 დასრულდა.

ასე და ამგვარად, პირველ ადგილზე ესპანეთი გავიდა, მეორეზე კი - შვედეთი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაღწევას პლეი-ოფიდან შეეცდება. მესამე პოზიცია საბერძნეთმა დაიკავა, მეოთხე - საქართველომ, ხოლო მეხუთე -
კოსოვომ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული