ანზორ კავაზაშვილი: გავივლით პოლონეთს და წავუთაქებთ შვედებს ან ჩეხებს

AutoSharing Option
როგორც წესი, რუსეთის ნაკრებს ყოველი კენჭისყრისას უმართლებს, ასე მოხდა ამჯერადაც - მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთს უმასპინძლებს და თუ სძლია, შემდეგ შვედეთსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ისევ საკუთარ მოედანზე. წილისყრის შედეგით ერთობ კმაყოფილი დარჩა რუსეთის ფეხბურთის კავშირის ეთიკის კომიტეტის წევრი ანზორ კავაზაშვილი.

"კენჭისყრას ყველას გილოცავთ. კარგია, რომ პოლონეთი შეგვხვდა და არა პორტუგალია ან იტალია. წარმატებული შედეგის იმედი მაქვს.

გავივლით პოლონეთს და წავუთაქებთ შვედებს ან ჩეხებს.

მოსამზადებლად მარტამდე საკმაო დროა. რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ამისათვის გუნდს შესანიშნავი პირობები უნდა შეუქმნას.
თუ შემთხვევით ვერ გავედით, არაფერი საგანგაშო არ მოხდება.

თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე გავალთ, მოთამაშეთა ასეთი შერჩევის გათვალისწინებით, მწვრთნელ ვალერი კარპინს ძალიან გაუმართლებს. ვთვლი, რომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, მაგრამ მიდგომის შეცვლა სჭირდება", - განუცხადა კავაზაშვილმა "Р-Спорт"-ს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ანზორიიიი შენ თვითონ თუ გჯერა შენი სტიტყვების? ვისი წამთაქებლები ხართ ეს ხომ ფეხბურთია და არა ხოკეი? თუმცა ხოკეიშიც ვეღარავის უთაქებთ კაი ხანია. უბრალოდ სახლის უპირატესობა გაქვთ. იმედია სახლშივე დარჩებით მაგ უპირატესობით, რასაც მთელი გულით გისურვებთ.
პ.ს. როდესაც იმ ყველა დროის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გაავრცელეთ ჩემი დიდი პროტესტი ზუსტად ამ რუსი პიროვნების გამო იყო, რომელის მეკარედ გაამწესეთ და გაბელიაზე წინ დააყენეთ, რომელმაც დინამოში ყველა ჯილდო (სსრკ-ს ოქროს, ვერცხლის მედლები, სპარტაკიადის ვერცხლი, სსრკ-ს თასი, ევროპის თასების თასი) მოიგო მათ შორის საუკეთესო მეკარისაც სსრკ-ში. ამ ტიპს სიზმარშიც არ დასიზმრებია ამდენი მიღწევები. რას ვიზავთ ჩვენ დროში წესიერებს დაფასება არა აქვთ, უნამუსუების პარადია. სირცხვილი იმ ნაკრების შემდგენებს. როდისმე ამ რუს ტიპს საქართვთველო კარგ კონტექსტში თუ უხსენებია?
G.LA
19:38 27-11-2021
6
როგორ გაივლი ანზორ მამაშენოვიჩ ხოხვით? გახოხებენ პოლონელები. ეს კაცი საფეხბურთო ნიჭით არც არასდროს გამოირჩეოდა, ერთი უბრალო ქართული გვარის მქონე მეკარე იყო
klimenti
21:08 27-11-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული