უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრის, სადაც შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდნენ, გადადება მოითხოვა.
"ფეხბურთი კონფლიქტის შუაგულში არაეფექტურია" - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ყველაფერმა შესაძლოა FIFA-ს გარკვეული პრობლემები შეუქმნას, რადგან კენჭისყრა 1-ელ აპრილსაა დაგეგმილი, ტურნირი კი 21 ნოემბერს დაიწყება. ამასთან ერთად, გეტყვით იმასაც, რომ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო შეჯიბრების დაწყებამდე 100 დღით ადრე 32 გუნდს ე.წ. FIFA-ს სემინარებზე დასწრება მოუწევს. რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი, ამას დრო გვიჩვენებს.
შეგახსენებთ, უკრაინა-შოტლანდიის შეხვედრა 24 მარტსაა ჩანიშნული, დღესდღეობით კი მთავარი მშვიდობაა და არა სპორტული
აქტივობა...
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ითამაშოს უკრაინის ნაკრებმა. კიევის დინამოს ფეხბურთელების ნაწილი, რომლებიც ნაკრების წევრები არიან, კიევში არიან. თუ არ იბრძვიან, რომ ვერ ვარჯიშობენ, თავისთავად ცხადია. ლეგიონერი ყავთ სულ 4-5 კაცი. ისედაც, რა ეფეხბურთებათ ამ საწყლებს....ღმერთო მიეცი გამძლეობა და გამარჯვება
ფიფა თუ დააძალებს, შოტლანდიას ეთამაშე ნეიტრალურ მოედანზეო (აბა უკრაინაში ვერ ითამაშებენ), ალბათ წააგებენ და ძალიან უსამართლო იქნება...
სიტუაცია გამოსავლის გარეშე....