"ფეხბურთი კონფლიქტის შუაგულში არაეფექტურია..." - უკრაინა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის გადადებას ითხოვს

AutoSharing Option
უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრის, სადაც შოტლანდიას უნდა დაპირისპირებოდნენ, გადადება მოითხოვა.

"ფეხბურთი კონფლიქტის შუაგულში არაეფექტურია" - ნათქვამია განცხადებაში.

ამ ყველაფერმა შესაძლოა FIFA-ს გარკვეული პრობლემები შეუქმნას, რადგან კენჭისყრა 1-ელ აპრილსაა დაგეგმილი, ტურნირი კი 21 ნოემბერს დაიწყება. ამასთან ერთად, გეტყვით იმასაც, რომ ფეხბურთში ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო შეჯიბრების დაწყებამდე 100 დღით ადრე 32 გუნდს ე.წ. FIFA-ს სემინარებზე დასწრება მოუწევს. რამდენად შესაძლებელია ეს ყველაფერი, ამას დრო გვიჩვენებს.

შეგახსენებთ, უკრაინა-შოტლანდიის შეხვედრა 24 მარტსაა ჩანიშნული, დღესდღეობით კი მთავარი მშვიდობაა და არა სპორტული
აქტივობა...

მომზადებულია Marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 3 /
ისეთი სისწრაფით იცვლება სიტუაცია მსოფლიოში, არავინ არ იცის რა იქნება 10 დღის და 1 თვის შემდეგ.....
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ითამაშოს უკრაინის ნაკრებმა. კიევის დინამოს ფეხბურთელების ნაწილი, რომლებიც ნაკრების წევრები არიან, კიევში არიან. თუ არ იბრძვიან, რომ ვერ ვარჯიშობენ, თავისთავად ცხადია. ლეგიონერი ყავთ სულ 4-5 კაცი. ისედაც, რა ეფეხბურთებათ ამ საწყლებს....ღმერთო მიეცი გამძლეობა და გამარჯვება
ფიფა თუ დააძალებს, შოტლანდიას ეთამაშე ნეიტრალურ მოედანზეო (აბა უკრაინაში ვერ ითამაშებენ), ალბათ წააგებენ და ძალიან უსამართლო იქნება...
სიტუაცია გამოსავლის გარეშე....
zaz197
12:43 04-03-2022
0
უნდა გადაიდოს, მარა თუ არ გამოვა ათამაშეთ თბილისში ან ბათუმში და ისეთი მხარდაჭერა ექნებათ მარტო მაგით მოიგებენ.
ტტტ
16:13 04-03-2022
0

სიახლეები პოპულარული