MAMMA MIA - მანჩინი აგონიაშია

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციურად 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა:

"ევრო 2020 ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შესანიშნავი პერიოდი იყო, დღევანდელი წაგება კი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. აქ სათქმელიც არაფერია, ასეთია ფეხბურთი, ხანდახან წარმოუდგენელი რამეები ხდება, ისევე, როგორც ამჯერად.

დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა აღმოვჩენილიყავით ასეთ სიტუაციაში, მაგრამ დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ და ამაზე ლაპარაკიც ძნელია.

ევროზე გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებული იყო, ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. შემდეგ ფორტუნამ ზურგი გვაქცია, სექტემბრიდან დაწყებული,
დაუჯერებელი რამეები ხდებოდა.

ჯგუფში ვდომინირებდით, ყველა მომენტიდან მხოლოდ ერთი შანსის გამოყენება გვჭირდებოდა, რათა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, თუმცა - არა. არის შეგრძნება, რომ 92-ე წუთზე გაშვებული გოლი საერთო სურათში ჯდება. შესანიშნავი გუნდი გვყავს, ვწუხვარ.

ახლა ჩემი ბიჭების გამო უფრო განვიცდი, ვიდრე ივლისში. ჯერ ადრეა ლაპარაკი, რა იქნება შემდგომ, ვინაიდან ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს დიადი, ჩინებული მომავლის მქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია", - ციტირებს მანჩინის  RAI Sport-ი.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ოტალიელების კუთხურებს დააკვირდიით სად აწვდიდნენ? ან ერთი ერთზე გასულები სად და რა სუსტად ურტყამდნენ? ასე მგონია არ უნდოდათ გოლის გატანა, იმობილე ნაკრებში რომ არ ვარგა ალბათ დამეთანხმებით? სად ყავდათ მოიზე კინი ან თუნდაც ბალოტელი? მაგათ გრაციანო პელესნაირი შემსრულებელი ინდა ჰყოლოდათ
ლეჩხუმელი
14:31 25-03-2022
0
2 მილიონიან მაკედონიასთან ამხელა იტალია,4გზის მსოფლიოს და ორგზის ევროპის მოქმედი ჩემპიონი მუნდიალის ფლეი-ოფში საკუთარ მოედანზე აგებს.აქ რაღაა სათქმელი რობერტო,რა ნამუსით უნდა დარჩე მწვრთნელად???მესმის მარტო მანჩინი არაა პრობლემა ზედიზედ ორჯერ რომ ვერ გახვალ მსოფლიოზე და მანამდე ორჯერ ჯგუფში ჩარჩები.ევროს მოგების მიუხედავად კალჩიო აშკარად დალპა,კიეზას და ვერატის გარდა ტოპ ფეხბურთელი მათ არ ყავთ.ვერატიც საკითხავია,არის ტოპი?ჟორჟინიო გააღმერთეს ლამის და პირადად მისი დამსახურებით მოხვდნენ ამ პლეი-ოფში.გულდასაწყვეტია,ზედიზედ მეორე მუნდიალი იტალიის გარეშე,მიუხედავად იმისა რომ მათი გულშემატკივარი არ ვარ.
Master
13:44 25-03-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული