მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს კატარის დედაქალაქ დოჰაში 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

ჯგუფები შემდეგნაირად გადანაწილდა:

A ჯგუფი - კატარი, ეკვადორი, სენეგალი, ნიდერლანდები

B ჯგუფი - ინგლისი, ირანი, ამერიკის შეერთებული შტატები, უელსი - შოტლანდია - უკრაინას შორის გამარჯვებული

C ჯგუფი - არგენტინა, საუდის არაბეთი, მექსიკა, პოლონეთი

D ჯგუფი - საფრანგეთი, პერუ - ავსტრალია - გაერთიანებული საამიროებს შორის გამარჯვებული, დანია, ტუნისი

E ჯგუფი - ესპანეთი, კოსტა რიკასა და ახალ ზელანდიას შორის გამარჯვებული, გერმანია, იაპონია

F ჯგუფი
- ბელგია, კანადა, მაროკო,
ხორვატია

G ჯგუფი - ბრაზილია, სერბეთი, შვეიცარია, კამერუნი

H ჯგუფი - პორტუგალია, განა, ურუგვაი, სამხრეთ კორეა

შეგახსენებთ, მუნდიალზე მონაწილე 29 გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია, დარჩენილი 3 ივნისში 2 საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფის შეხვედრაში გაირკვევა, ევროპაში კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ერთი ადგილი თავისუფალია. მოგეხსენებათ, უკრაინისა და შოტლანდიის შეხვედრა გადაიდო, მათში გამარჯვებული კი უელსს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ტტტ_ს სრულიად გეთანხმები,თან მწვრთნელიც ძლივს ეღირსათ ნორმალური, ჩემი პირადი აზრია ტიტულზე უნდა გაიქაჩოს















დენვერა
14:28 02-04-2022
2
არ გამოვრიცხავ არგენტინა ჩარჩეს.
ჩემი აზრით ერთ-ერთი უსუსტესი შემადგენლობა ყავს, რაც არგენტინა მახსოვს :)
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული