"ლივერპულის" შოტლანდიელი ლეგენდა კენი დალგლიში თვლის, რომ უკრაინის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე პლეი-ოფის მატჩების გარეშე უნდა დაუშვან.
შეგახსენებთ, უკრაინა შოტლანდიას ნახევარფინალში ზაფხულში შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში უელსს დაუპირისპირდება.
"საჭიროა უკრაინელი ფეხბურთელებისადმი და ფეხბურთის ასოციაციისადმი დიდი პატივისცემა გამოვხატოთ. ასეთ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდნენ, მათი ბრალი არ არის. უკრაინელი ფეხბურთელების უმეტესობა საზღვარგარეთ თამაშობს, მაგრამ სამშობლოში ოჯახები ჰყავთ. ამან მათზე სერიოზული გავლენა მოახდინა.

ვფიქრობ, მათზე ზეწოლა არ შეიძლება, ეს სამართლიანი არ იქნება. შესაძლოა, ვუთხრათ: "შემდეგ მუნდიალზე პირდაპირ, შესარჩევი ტურნირის გარეშე გახვალთ".
ეს
პატივისცემის გამოხატულება იქნება. ჩემი აზრით, ასეთი შეთავაზება შესანიშნავი იქნებოდა, თუ ისინი მოისურვებენ", - ციტირებს დალგლიშს შოტლანდიური "სანი".
ეს