Слава Україні! - უკრაინამ შოტლანდია დაჯაბნა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრებმა გასვლაზე შოტლანდიას 3:1 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ შეხვედრას უკრაინელებმა მთელი ცხოვრების მატჩი უწოდეს, რადგან გასაგებ მიზეზთა გამო მათთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. დებიუტიდანვე ძალიან აქტიურები იყვნენ და ციგანკოვსა და იარმოლენკოს გატანა ვეტერანმა მეკარე გორდონმა არ დაანება. საერთოდაც, მთელი პირველი ტაიმი სტუმრების კარნახით მიმდინარეობდა, ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, თამაშსაც და იარმოლენკოს ლამაზი გოლი სრულიად ლოგიკური გახლდათ.

შესვენების შემდეგ იარემჩუკმა თავით დალაშქრა გორდონის კარი, გოლი ტრიბუნასთან თანამემამულე გულშემატკივრებთან აღნიშნა და პასიური მასპინძლები მძიმე სიტუაციაში
აღმოჩნდნენ. აქედან მოყოლებული, სქოთები უპირატესობას დაეუფლნენ, შეტევაზე გადავიდნენ, მეკარე ბუშანის ოთხი შეცდომიდან ერთი გამოიყენეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. შემდეგ უკრაინელებს ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ გორდონთან პირისპირ გასულმა დოვბიკმა დაახანა და მომენტი ხელიდან გაუშვა. კომპენსირებულ დროში ზინჩენკომაც ვერ უწია მიზანს, თუმცა ბოლოს დოვბიკმა გაიტანა და უკრაინამ გაიმარჯვა.

უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა, უკეთესმა გუნდმა, რომელიც მეტოქეზე გაცილებით შემართული იყო, გაიმარჯვა და 5 ივნისს კარდიფში ფინალში უელსს დაუპირისპირდება.

აკი თქვა უკრაინელთა მწვრთნელმა პეტრაკოვმა, ესაა ჩვენი ომი და უთუოდ უნდა მოვიგოთო. მოიგეს კიდეც.

უკრაინის ნაკრები ბოლო 8 მატჩში არ დამარცხებულა - 3 მოგება და 5 ფრე. დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად იარმოლენკო აღიარეს.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - უკრაინა 1:3
გოლები: 0:1 იარმოლენკო (33), 0:2 იარემჩუკი (49), 1:2 მაკრეგორი (79), 1:3 დოვბიკი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ბრავო უკრაინა!სიმართლე ვთქვა,არავითარი იმედი არ მქონდა,რომ უკრაინელები გაიმარჯვებდნენ.ან როგორ უნდა მქონოდა,როცა ქვეყანაში ჩემპიონატი შეჩერებულია და ბევრ ფეხბურთელს,რამდენადაც მე ვიცი,ვარჯიშის საშუალებაც კი არ ჰქონდა?!შეუძლებელი შესძლეს და ომში ჩაბმულ ქვეყანას,დარწმუნებული ვარ,უდიდესი სიხარულიც აჩუქეს.მართლაც შეუძლებელი ჩანს,ამ ხალხის დამარცხება და მართლაც დიდება გმირებს!
სოსო
01:00 02-06-2022
5
ვულოცავ უკრაინის ყველა გულშემატკივარს. ძალიან კარგი თამაში იყო.იმდენი მომენტი ჰქონდათ, განსაკუთრებით სტუმრებს, რომ ორ თამაშს ეყოფოდა.უელსი უკეთესი გუნდია,ვიდრე შოტლანდია, ამიტომ ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
merabi-1960
00:56 02-06-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული