Слава Україні! - უკრაინამ შოტლანდია დაჯაბნა და პლეი-ოფის ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინის ნაკრებმა გასვლაზე შოტლანდიას 3:1 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ შეხვედრას უკრაინელებმა მთელი ცხოვრების მატჩი უწოდეს, რადგან გასაგებ მიზეზთა გამო მათთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. დებიუტიდანვე ძალიან აქტიურები იყვნენ და ციგანკოვსა და იარმოლენკოს გატანა ვეტერანმა მეკარე გორდონმა არ დაანება. საერთოდაც, მთელი პირველი ტაიმი სტუმრების კარნახით მიმდინარეობდა, ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, თამაშსაც და იარმოლენკოს ლამაზი გოლი სრულიად ლოგიკური გახლდათ.

შესვენების შემდეგ იარემჩუკმა თავით დალაშქრა გორდონის კარი, გოლი ტრიბუნასთან თანამემამულე გულშემატკივრებთან აღნიშნა და პასიური მასპინძლები მძიმე სიტუაციაში
აღმოჩნდნენ. აქედან მოყოლებული, სქოთები უპირატესობას დაეუფლნენ, შეტევაზე გადავიდნენ, მეკარე ბუშანის ოთხი შეცდომიდან ერთი გამოიყენეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. შემდეგ უკრაინელებს ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ გორდონთან პირისპირ გასულმა დოვბიკმა დაახანა და მომენტი ხელიდან გაუშვა. კომპენსირებულ დროში ზინჩენკომაც ვერ უწია მიზანს, თუმცა ბოლოს დოვბიკმა გაიტანა და უკრაინამ გაიმარჯვა.

უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა, უკეთესმა გუნდმა, რომელიც მეტოქეზე გაცილებით შემართული იყო, გაიმარჯვა და 5 ივნისს კარდიფში ფინალში უელსს დაუპირისპირდება.

აკი თქვა უკრაინელთა მწვრთნელმა პეტრაკოვმა, ესაა ჩვენი ომი და უთუოდ უნდა მოვიგოთო. მოიგეს კიდეც.

უკრაინის ნაკრები ბოლო 8 მატჩში არ დამარცხებულა - 3 მოგება და 5 ფრე. დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად იარმოლენკო აღიარეს.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - უკრაინა 1:3
გოლები: 0:1 იარმოლენკო (33), 0:2 იარემჩუკი (49), 1:2 მაკრეგორი (79), 1:3 დოვბიკი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 18 /
სამწუხაროა, ტროლები ამ საიტსაც მოადგნენ....
გოგი
02 ივნისი 2022 13:43
2
ეს და მომდევნო თამაშიც ჩაწყობილია, სიმართლე სიმართლეა. სამწუხაროდ პოლიტიკა სპორტშიც უხეშად ერევა.
gigi
02 ივნისი 2022 12:57
46
ძალიან გამიხარდა, დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!
Irakli
02 ივნისი 2022 11:18
5
დიდება უკრაინას კიარა,შენს ქვეყანაზე თუ დაგიწერია მსგავსი რამე?
eeehhhh
02 ივნისი 2022 11:52
30
მატრაბაზობაა უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანაში ომი თუა, ამდენი ჯეელს ფეხბურთისთვის სცხელა?
ივან
02 ივნისი 2022 10:44
55
არაა ომი გვაბოლებენ
ივანს
02 ივნისი 2022 12:16
18
ომი მარტო საწყალი ხალხისთვისაა,თორე ესენი რას ლაპარაკობს,გმირები არიან
არეს
02 ივნისი 2022 11:53
23
ყველა გამოხმაურება
ბარემ ეგრევე მიცენ თასი,ევროვიზიის არიყოს.რას მატრაბაზობენ,უკვე ყელში ამოვიდნენ,ჩვენ რატომ არმოგვცეს ან ევროვიზია ან საერთოდ რამე დახმარება გაგვიწიეს?
ხვიჩა
02 ივნისი 2022 10:37
46
რა მასხარა ხარ, თამაშს უყურე და მერე იფილოსოფე
papai
02 ივნისი 2022 11:58
3
შენ და შენნაირებს დახმარება ვერ უშველის. შეხედე და იქნებ რამე მოგეცხოს სიდიადის და გმირობის.
კოტე
02 ივნისი 2022 10:58
5
ამდენი ჯან-ღონით სავსე უკრაინელი მამაკაცები, რატომ არ ომობენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ? აბა ვნახავ ეხლა დაბლოკავთ თუ არა?
zaza
02 ივნისი 2022 10:07
40
იმიტომ რომ შენნაირები არ "გააღიზიანონ", და თქვენთვის განკუთვნილი "გემის" ადგილები შეგინახონ.
დათო
02 ივნისი 2022 10:54
5
თამაშის მიხედვით, სავსებით დამსახურებულადაც გაიმარჯვა და ესე თუ ითამაშა უელსსაც მოუგებენ!!!
02 ივნისი 2022 08:53
3
გაიხარე უკრაინა!
ნიშადური
02 ივნისი 2022 08:22
2
ბრავო უკრაინა!სიმართლე ვთქვა,არავითარი იმედი არ მქონდა,რომ უკრაინელები გაიმარჯვებდნენ.ან როგორ უნდა მქონოდა,როცა ქვეყანაში ჩემპიონატი შეჩერებულია და ბევრ ფეხბურთელს,რამდენადაც მე ვიცი,ვარჯიშის საშუალებაც კი არ ჰქონდა?!შეუძლებელი შესძლეს და ომში ჩაბმულ ქვეყანას,დარწმუნებული ვარ,უდიდესი სიხარულიც აჩუქეს.მართლაც შეუძლებელი ჩანს,ამ ხალხის დამარცხება და მართლაც დიდება გმირებს!
სოსო
02 ივნისი 2022 01:00
5
გმირებს დიდება! ამ ურთულეს დროს ქვეყნისთვის, ნებისმიერი წარმატება, დიდი საერთო წარმატების ნაწილია, ის ხალხი "რეები"არიან ამ პოსტს რო ადისლაიქებენ, "რუსული ხომალდიდან" უყურებდნენ ალბათ მატჩს და ჰიბრალტარსაც მაქიდან შეხედავენ.
რეზო
02 ივნისი 2022 09:54
4
ვულოცავ უკრაინის ყველა გულშემატკივარს. ძალიან კარგი თამაში იყო.იმდენი მომენტი ჰქონდათ, განსაკუთრებით სტუმრებს, რომ ორ თამაშს ეყოფოდა.უელსი უკეთესი გუნდია,ვიდრე შოტლანდია, ამიტომ ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
merabi-1960
02 ივნისი 2022 00:56
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული