"ეს ევროვიზია არაა - უკრაინასთან საბრძოლო განწყობით" - უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
5 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსის ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ "მირორთან" კომენტარი უელსის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ბარი ჰორნმა გააკეთა:

"ეს ევროვიზია არაა. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილენი სახალხო კენჭისყრით არ გამოვლინდებიან.

მე რომ უკრაინის წინააღმდეგ ვთამაშობდე, ჩემი განწყობა უბრალო იქნებოდა - გამარჯვება. ყველა ცდილობს "რბილად" მოიქცეს, მაგრამ ეს სპორტია. მე ფეხბურთელებს ხელს ჩამოვართმევდი, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებდი, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვითამაშებდი.

მე უკრაინელთა მიერ შოტლანდიელთა დამარცხებამ არ გამაკვირვა, მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, მუნდიალის
საგზურის მოპოვება მოედანზე უნდა დაიმსახურო და არაა საჭირო თანაგრძნობის მიღება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
100% მართალია ეს კაცი ! მაგრამ ის კი დაავიწყდა რომ უკრაინის მუნდიალზე გათრევა იქ ზემოთაა უკვე გადაწყვეტილი და აქაც ისე ლაპარაკობს რომ უელსმა რომც მოიგოს მერე რაღაცას მოუგონებენ რომელიმე უელსელში ინგლისურ ან შოტლანდიურ ფესევებს "აღმოაჩენენ" და უელლს დისკვალიფიკაციას აარტყავენ ან გადათამაშებას დანიშნავენ და უელსელებს გააფრთხილებენ--მეორედ ეგეთი რამე აღარ მიქაროთ არ მოიგოთო თორემ ცულს მოვიტანთ ცუნცულასაოო PP ან ბოლო ბოლო 33- გუნდად ჩასვამენ უკრაინას მუნდიალზე DDD
zura222
22:10 04-06-2022
37
ეს თამაშიც ჩაწყობილი მგონია წინასწარ, ისევე როგორც წინა
zura
00:39 05-06-2022
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული