უელსმა უკრაინას იარმოლენკოს ავტოგოლით სძლია და მუნდიალზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსმა საკუთარ მოედანზე უკრაინა 1:0 დაამარცხა.

წვიმიან ამინდში მატჩი ორივე გუნდმა ყოველგვარი დაზვერვის გარეშე, შეტევებით დაიწყო, თავიდან უპირატესობას ვერც ერთი ვერ ფლობდა, აშკარა საგოლე მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, თუმცა უფრო სახიფათონი სტუმრები იყვნენ და მეკარე ჰენესის რამდენიმეჯერ მოუწია თამაშში ჩართვა. მასპინძლები კი რიკოშეტით დაწინაურდნენ, როდესაც საჯარიმოდან ბეილის დარტყმული ბურთი საკუთარ კარში იარმოლენკომ ჩაჭრა. 41-ე წუთზე ალენმა საჯარიმოში იარმოლენკო წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ ჩათვალა.

შესვენების შემდეგ უკრაინელები ინიციატივას დაეუფლენ, იერიშზე გადავიდნენ, სწრაფი კონტრშეტევისას
კი რამზიმ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. შემდეგ დამატებაზე ცარიელ კარში გატანა იარმოლენკომ ვერ მოახერხა. პეტრაკოვის შეგირდებს შუა მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ, უელსელებმა კიდევ ორი მომენტი შექმნეს - ერთხელ ბურთი ძელს მოხვდა, მეორეჯერ კი ჯონსონს გატანა ბუშანმა არ დაანება. ბოლოს უკრაინელები შტურმზე გადავიდნენ, დოვბიკის თავით დარტყმული ბურთი ჰენესიმ მოიგერია, უელსმა გაიმარჯვა და მუნდიალის საგზური მოიპოვა.

კარდიფი. „კარდიფ სიტი“. 33 280 მაყურებელი
უელსი - უკრაინა 1:0
გოლი: იარმოლენკო (34 საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 13 /
სომეხი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ვინც რუსეთს უჭერს ხმას ყველას დედას დაეცეს მამონტი!!!!
ნიკა
10:56 14-06-2022
0
ჯერ ღირსება და მერე ყველაფერი სხვა. ეს ბეილი კიდე მაგარი სი.ია!მაგან რა იცის ღირსება რა არის, ისევე როგორც ბევრმა რუსეთუმე ქართველმა! და როგორც ჩანს უელსელებმაც! ისე თამაშითაც უკრაინა ჯობდა აშკარად ან ამ მსჯამა რა პენატლი არ დადო?!
სამარცხინო რუსეთუმეებს
12:23 06-06-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული