"რუსეთის ნაკრებო, თქვენ..." - უკრაინის საფეხბურთო ასოციაციამ უელსთან თამაშის შემდეგ რუსეთი დატროლა

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრები 2022 წლის მუნდიალზე გასასვლელ შეხვედრაში კარდიფში უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ უკრაინის საფეხბურთო ასოციაციამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ:

"მადლობა ოცნებისთვის! ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თქვენი თამაშითა და თავგანწირვით ამ რთულ დროს თქვენით გვეამაყა!

მადლობა ალექსანდრე ვასილიევიჩ პეტრაკოვს და მის გუნდს. თქვენ ჩაიბარეთ ეროვნული ნაკრები ისეთ სიტუაციაში, როცა თითქმის არავის სჯეროდა, რომ ჩვენ შეგვეძლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა და მან იმედი გაგვიჩინა!

ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ წინ ბევრი მატჩი გველის. და
თქვენ რამდენი მატჩი ჩაატარეთ, რუსეთის ნაკრებო?!", - წერია პოსტში.

alt"მადლობა ღმერთს, ფეხბურთი "ევროვიზია" არაა" - თინა კანდელაკმა უელსთან მარცხის შემდეგ უკრაინის ნაკრებს დასცინა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაატარებიეს რო...?
გია-გივი
17:04 06-06-2022
29
Da unda chaetarebinat?
Gela vasilichi
15:23 14-06-2022
0

სიახლეები პოპულარული