ეკვადორს მუნდიალიდან აძევებენ, მიზეზი საკმაოდ უცნაურია... - ცნობილია, ექნება თუ არა იტალიის ნაკრებს ეკვადორის ჩანაცვლების შანსი

AutoSharing Option
მექსიკურმა ტელევიზიამ Azteca Deportes, გვიან ღამით, ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ადვოკატზე დაყრდნობით, გამოაცხადა, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატიდან გარიცხვის შესახებ.

პრობლემა, სავარაუდოდ, ეკვადორელი ფეხბურთელის პასპორტშია. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს საბოლოო გადაწყვეტილება პარასკევს გახდება ცნობილი.

ინფორმაცია სამხრეთამერიკულმა მედიამ გაავრცელა და ადვოკატმა ედუარდო კარლეკომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ ამ გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად ჩილე ისარგებლებს.

კერძოდ, ჩილელებმა ფიფას წარუდგინეს მტკიცებულება, რომ ბაირონ კასტილომ ეკვადორში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ყალბი პასპორტით ითამაშა.

კარლეზო ამბობს, რომ კასტილომ, ეკვადორის სამოქალაქო ხელისუფლებისა და ადგილობრივი ფეხბურთის
ფედერაციის დახმარებით, გააყალბა ყველა დოკუმენტი და რომ ის საერთოდ არ არის ეკვადორელი. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი კოლუმბიაშია დაბადებული, მისი თითის ანაბეჭდები საერთოდ არ არის ეკვადორის რეესტრში.

"ბაირონ კასტილოს მშობლები დაიბადნენ ტუმაკოში, კოლუმბია. ბაირონი დაიბადა ტუმაკაში და იქ მოინათლა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მას რაიმე კავშირი აქვს ეკვადორთან და მტკიცებულებები ძალიან ნათელია", - თქვა ჩილეს ფეხბურთის ასოციაციის ადვოკატმა. 

Azteca Deportes-ი წერს, რომ ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება ეკვადორის მუნდიალიდან გარიცხვის შესახებ, ანუ მატჩები, რომლებშიც მან ითამაშა, მეტოქეებთან ანგარიშით 0:3 წაგება ჩაეთვლება.

ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო ხდება, თუ ვინ ჩაანაცვლებს ეკვადორის ნაკრებს. დიდი ალბათობით, ეს ჩილეს ნაკრები იქნება. იტალიის ნაკრების გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ შანსი "სკუადრა აძურასაც" მიეცემოდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ეკვადორს ისევ სამხრეთამერიკული ნაკრები ჩაანაცვლებს.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მიანიჭეს საკუთარი მოქალაქეობა და ათამაშეს რა პირველი შემთხვევაა თუ დხვაგან არ ხდება მსგავსი რამ, რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადა და რა თითის ანაბეჭდები აქვს :), უბერავენ ამ ფიფაში ;)
ერიჰააა
10 ივნისი 2022 08:24
1
რა მნიშვნელობა აქვს თუ სად დაიბადა? ეკვადორელი ვარო ამბობს კაცი, თან იმათ ნაკრებში ითამაშა მერე რა, რომ იქ არ დაბადებულა? ვერ ვხვდები, თურქი უზულთი ამასწინათ ბათუმში რომ დაიჭირეს, საქართველოს მოქალაქე ყოფილა, მაგრამ დაბადებით პორტოკარებინას სახელით მცურავ საკრუიზერო გემზეა დაბადებული, რა ვქნათ ახლა დელფინად ჩავთვალოთ, სელაპად, თუ რადგან გაჯგიმული სიარულის პინგვინად მოვნათლოთ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
10 ივნისი 2022 04:48
0
ქართველები ტენიან ამ იტალიას და ვერ შეტენეს…
მ.მ
09 ივნისი 2022 20:56
4
არადა ასეთი კარგი ნაკრები ეკვადორს კარგი ხანია არ ჰყავდა, საკმაოდ კარგად თამაშობდა.
გუგა
09 ივნისი 2022 20:50
0
სად ეკვადორი და სად იტალია
კახა ქ.
09 ივნისი 2022 19:19
1
ისე რაღა ბაირონი დაირქვა მაგ დურაქმა ? ყურადღება მიიქცია მაგ სახელით P რომ აერჩია სახელი პერდო ან ხუანი ხომ ჩაივლიდა წყნარად ყველაფერი P ისე სახით არაფერი უგავს ბაირონის და კი გავს ეკვადორელს PP
zura222
09 ივნისი 2022 17:49
0
არანაირად არ მოხსნიან ეკვადორს ! იმიტომ რომ იციან რა ქვეყანაა ეკვადორი (კოლუმბია ვენესუელა ნიკარაგუა და ეგეთები) ეგრევე მოხდება შავი(მწვანე ყვიათელი წითელი)პოლკოვნიკების ბუნტი და მთელი ეკვადორი დაერევა იმათ ვინც ის პასპორტი გააყალბა და მოხდება არეულობები და მკვლელობები ! ალბათ დააჯარიმებენ ეკვადორს და მთავარ დამნაშავეს დაიჭერენ და ამოიწურება საკითხი
zura222
09 ივნისი 2022 17:43
1
ინგლისის გულშემატკივარო გამოდი, გიცანით)))
ფეხბურთელს
09 ივნისი 2022 17:08
2
ნერვებს ნუ იშლით მეგობრებო. იქ, იმ ორგანიზაციაში ისეთი მზეების ხროვაა არ გაგვიკვირდეს ბოლოს რუსეთი რომ დაუშვან მსოფლიოზე.
დინამოელი
09 ივნისი 2022 16:18
1
როგორ უნდათ რო იტალია რამენაირად შეკვეხონ მსოფლიოზე ამათი დედა მო.... ჯერ ირანს მოუგონეს რაღაც ეხლა ეკვადორს. იტალია არანაირად არ იმსახურებს ამ მსოფლიოზე თამაშს ღლე გუნდია...
ფეხბურთელი
09 ივნისი 2022 14:00
26
ხოდა უყურეთ ეკვადორს, ისლანდიას, ყატარს, ავსრალიას.... და ისიამოვნეთ .....
gg
09 ივნისი 2022 20:00
2

სიახლეები პოპულარული