"უეფა უკრაინას პატიოსნად არ მოექცა" - შოტლანდიელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში გლაზგოში შოტლანდიას 3:1 სძლია, ფინალში კი კარდიფში უელსთან 0:1 დამარცხდა. შოტლანდიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სტივ კლარკმა უეფა იმის გამო გააკრიტიკა, რომ უკრაინელებს სამ დღეში ორი მატჩი ჩაატარებინა და ძალების აღსადგენად დრო არ ეყოთ.

"მე შემეცოდა უკრაინა, ვინაიდან მათ მთელი ძალები "ჰემპდენ პარკზე" დატოვეს, სამი დღის შემდეგ კი ისევ თამაში მოუწიათ. ეს რთული ამოცანა იყო. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ უეფას მხრიდან იყო ფეირ-პლეი ან პატიოსანი სპორტული პრინციპი. უკრაინისთვის მძიმე იყო და მე მათ
თანავუგრძნობ. თუმცა, უელსს ვულოცავ, მათ დამსახურებას არ დავაკნინებ", - ციტირებს კლარკს Scotsman-ი.

გუშინ უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ალეკსანდრ პეტრაკოვმა სტუმრად ერთა ლიგის პირველ ტურში ირლანდიასთან ცხრა დებიუტანტი ათამაშა და გამარჯვებაც მოიპოვეს - 1:0.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იქნებ უეფა რუსეთისაგან დავალებული იყო.
დიმა
07:49 10-06-2022
1
ყოჩაღ ამ კაცს, ნამდვილად დასაფასებელია, მით უმეტეს დამარცხებულისაგან.
გიო
21:51 09-06-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული