სერბეთის ნაკრების კაპიტანმა დუშან ტადიჩმა LGBT თემისა და უკრაინის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა - საფეხბურთო კავშირი მიზეზს განმარტავს

AutoSharing Option
სერბეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი დუშან ტადიჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT თემისა და უკრაინის მხარდამჭერ სპეციალურ სამკლაურს არ გამოიყენებს. ამის შესახებ HotSpor-ს სერბეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა იოვან შურბატოვიჩმა განუცხადა.

"ტადიჩი მუნდიალზე ცისარტყელა სამკლაურს არ გაიკეთებს. ჩვენ ამ ინიციატივის შესახებ სხვადასხვა შეთავაზება მივიღეთ, თუმცა არ შეგვიძლია მას პოზიტიურად ვუპასუხოთ.

ჩვენთვის მიუღებელია ყველაფერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის პროვოკაცია ჩვენს საზოგადოებაში".

რაც შეეხება უკრაინი მხარდამჭერ სამკლაურზე უარის თქმას, ეს შურბატოვიჩმა შემდეგნაირად განმარტა:

"ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულნი. გულშემატკივრებს შორის არიან სხვადასხვა
სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები და ჩვენ პატივს ვცემთ პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლებას", - დასძინა მან. 

LGBT თემისა და უკრაინის ნაკრების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებაზე თანხმობა გერმანიის, პოლონეთის, დანიისა და სხვა გუნდების კაპიტნებმა უკვე განაცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 42 /
არც ირანის ფეზბურთელები იკეთებენ და მაგაზე რატო არაფერს წერთ? სერბეთი რუსეთის გავლენის ქვეშაა და ვინმე რამეს მოელოდა ამ ქვეყნის ნაკრებისგან?
ეს არ ვიცი რადარებზე სადაა, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო სერბი ჩოგბურთელი ჯოკოვიჩი რას ფიქრობს საიტერესოა.მაგრამ იმ სტატიებს აქვეყნებთ მხოლოდ რაც ჩვენს საზოგადოებას აწყობს :დ
+ კომენტარებსაც იმის მიხედვით არჩევთ და აქვეყნებთ.
luka927383
14:13 26-09-2022
1
კაშია გაიკეთებს არა უშავს.
Odala
07:52 26-09-2022
2

სიახლეები პოპულარული