სერბეთის ნაკრების კაპიტანმა დუშან ტადიჩმა LGBT თემისა და უკრაინის მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებაზე უარი განაცხადა - საფეხბურთო კავშირი მიზეზს განმარტავს

AutoSharing Option
სერბეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი დუშან ტადიჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე LGBT თემისა და უკრაინის მხარდამჭერ სპეციალურ სამკლაურს არ გამოიყენებს. ამის შესახებ HotSpor-ს სერბეთის საფეხბურთო კავშირის გენერალურმა მდივანმა იოვან შურბატოვიჩმა განუცხადა.

"ტადიჩი მუნდიალზე ცისარტყელა სამკლაურს არ გაიკეთებს. ჩვენ ამ ინიციატივის შესახებ სხვადასხვა შეთავაზება მივიღეთ, თუმცა არ შეგვიძლია მას პოზიტიურად ვუპასუხოთ.

ჩვენთვის მიუღებელია ყველაფერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სახის პროვოკაცია ჩვენს საზოგადოებაში".

რაც შეეხება უკრაინი მხარდამჭერ სამკლაურზე უარის თქმას, ეს შურბატოვიჩმა შემდეგნაირად განმარტა:

"ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებულნი. გულშემატკივრებს შორის არიან სხვადასხვა
სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები და ჩვენ პატივს ვცემთ პოლიტიკური შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლებას", - დასძინა მან. 

LGBT თემისა და უკრაინის ნაკრების მხარდამჭერი სამკლაურის გაკეთებაზე თანხმობა გერმანიის, პოლონეთის, დანიისა და სხვა გუნდების კაპიტნებმა უკვე განაცხადეს.
მკითხველის კომენტარები / 42 /
რატომ უნდა გაიკეთოს მამათმავლების დროშა?!მაგის გაკეთება ნიშნავს რომ მამათმავლობას ართვლი ცოდვათ და მისაღებია...მამათმავლობა არის მომაკვდინებელი ცოდვაა.სულ ცოცხლები არვიქნებით და ყველა ვაგებთ პასუხს.
გიორგი777
12:01 25-09-2022
22
არ გაიკეთა და ვენაცვალე ჯიგარში.
,,AMPREDUZZO,,
14:26 25-09-2022
25

სიახლეები პოპულარული