მესი: არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტი არაა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

"იქნება თუ არა მომავალი მუნდიალი ჩემთვის უკანასკნელი? დიახ, აუცილებლად. კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ, წინასასეზონო პერიოდი კარგად ჩავატარე, რასაც წინა წელზე ვერ ვიტყვი. მაშინ იმის გამო, რაც მოხდა, ვარჯიში გვიან დავიწყე, სათამაშო რიტმი არ მქონდა, სეზონი კი დაიწყო. შემდეგ ნაკრებიდან ტრავმირებული დავბრუნდი.

ახლა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დღეებს ვითვლი, მინდა ვნახო, ტურნირი როგორ ჩატარდება და როგორ დასრულდება. წარმატების მიღწევა გვინდა.

ყველა მატჩი რთული იქნება. სწორედ ამიტომაა მსოფლიო ჩემპიონატები რთული. ფავორიტები
ყოველთვის ვერ იმარჯვებენ და ყველაფერი არაპროგნოზირებადია.

არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩვენი მთავარ ფავორიტად მიჩნევა. არგენტინა ისტორიულად ტურნირის მოგების პრეტენდენტია, მაგრამ ამჟამად ფავორიტები არ ვართ, არიან გუნდები, რომელთა შანსები უფრო მაღალია", - განაცხადა მესიმ Star+სთან ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეო, ყველამ ხომ ვიცით, რომ არგენტინა ფავორიტებს შორისაა! ლეო, წარმატებები მსოფლიო ჩემპონატზე!!!!!!!!!!!
ლაშა
12:56 07-10-2022
0
ლეო შენ თავმდაბალო შენა.DDDDDDDDDDDDDდ
რრრ
00:47 07-10-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული