"ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა!" - სარი შუა სეზონში გასამართ მუნდიალზე

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შუა სეზონში იმართება.

მიუხედავად ამისა, გამოცდილი დამრიგებელი მიიჩნევს, რომ ეს "ჯალოროსისთვის" მაინც ხელსაყრელია, რადგან ახლა გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. 

"ეს ფეხბურთის შეურაცხყოფაა! აზრს შევიცვლი, თუ ვინმე ამიხსნის, რა სიკეთე შეიძლება გამოიწვიოს მუნდიალის შუა სეზონში ჩატარებამ, გარდა იმისა, რომ პსჟ და "სიტი" ბევრ ფულს იშოვნიან.

თუმცა, ეს პაუზა ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია... ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს", - ამბობს სარი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანხმები.ეს არის მაფიოზების ფულის კეთების მუნდიალი.
გეგი
13:22 13-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული