"თუ "რეალი" ჩემ გაყიდვას გადაწყვეტს, დავთანხმდები" - ედენ აზარი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

ბელგიელის თქმით, თუ "ბლანკოსი" მის გაშვებას გადაწყვეტს, მზადაა ახალი გუნდი მოძებნოს.

"იანვარში გუნდიდან წასვლა რთული იქნება, რადგან ოჯახი მყავს და ისინი მადრიდში თავს კარგად გრძნობენ. მაგრამ ზაფხულში სრულიად შესაძლებელია გუნდი შევიცვალო. თუ "რეალი" ჩემ გაყიდვას გადაწყვეტს, დავთანხმდები, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ მსურს, მეტი ვითამაშო და დავამტკიცო, რომ კარგი ფეხბურთელი ვარ" - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, აზარი მადრიდის "რეალს" 103 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ხშირი ტრავმიანობის გამო მოლოდინები ვერ გაამართლა და თამაშის
შანსი არც ისე ხშირად ეძლევა. წლევანდელ სეზონში 31 წლის ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ 6-ჯერ გავიდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული