20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს მასპინძელი კატარისა და ეკვადორის მატჩით აიღებს. ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ბრიტანეთის ახლო აღმოსავლეთის გამოკვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამჯარ ტაჰა კი ირწმუნება, რომ ეს თამაში ჩაწყობილია.
"კატარმა რვა ეკვადორელი ფეხბურთელი 7.4 მილიონ დოლარად მოისყიდა, რათა ისინი დამარცხდნენ (0:1, გოლი მეორე ტაიმში უნდა გავიდეს). კატარიდან და ეკვადორიდან ხუთმა ჟურნალისტმა ეს ამბავი დაადასტურა.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სიცრუეა. იმედია, ამ ინფორმაციის გავრცელება შედეგზე იმოქმედებს. მსოფლიო ფიფაში კორუფციას უნდა შეეწინააღმდეგოს", - წერს ტაჰა თავის "ტვიტერზე".