სკანდალი: მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი ჩაწყობილია?

AutoSharing Option
20 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს მასპინძელი კატარისა და ეკვადორის მატჩით აიღებს. ჟურნალისტი, პოლიტიკური ანალიტიკოსი და ბრიტანეთის ახლო აღმოსავლეთის გამოკვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამჯარ ტაჰა კი ირწმუნება, რომ ეს თამაში ჩაწყობილია.

"კატარმა რვა ეკვადორელი ფეხბურთელი 7.4 მილიონ დოლარად მოისყიდა, რათა ისინი დამარცხდნენ (0:1, გოლი მეორე ტაიმში უნდა გავიდეს). კატარიდან და ეკვადორიდან ხუთმა ჟურნალისტმა ეს ამბავი დაადასტურა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს სიცრუეა. იმედია, ამ ინფორმაციის გავრცელება შედეგზე იმოქმედებს. მსოფლიო ფიფაში კორუფციას უნდა შეეწინააღმდეგოს", - წერს ტაჰა თავის "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 21 /
მე მგონი ეს ჟურნალისტი იყიდეს ბუკმეკერებმა :)
დასი
21 ნოემბერი 2022 02:49
0
ეკვადორის რა მიდის აი ყატარისთვის ეს მოგება მაგარი იქნება და ისტორიული ..ამიტომ ეკვადროს ყატარელები იყიდიან და კიდეც გაყიდიან .
zurabi
18 ნოემბერი 2022 12:10
1
ალბათ ქართული მე-2 ლიგის მესვეური გრუზინები ჩალიჩობენ.
ვიტო
18 ნოემბერი 2022 12:10
1
ამ უტვინოს, რომ დაეწერა ჩააწყვეს და ეკვადორი სპეციალურად შეარჩიეს გახსნით მატჩისთვისო, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. ეკვადორი ისედაც სუსტი გუნდია და არა მგონია მად რამე მოხდეს თამაშიდან, რადგან მსოფლიო უყურებს და მაგენმა ვის რა უნდა მოატყუონ, ანუ ჩემპიონატის სკანდალით დაწყება არა მგონია ვინმეს აწყობდეს, ისედაც სკანდალი არ აკლია ამ ჩემპიონატს.
ჟორა გაბრიჭიძე
18 ნოემბერი 2022 11:58
3
miuxedavad yvelafrisa ekvadori wesit favoritia am wyvilshi, es yatari xo zaan sashineli gundia vityodi rom ze susti, magram amxela turniris maspinzloba iyides da aq ukve ragaa gasakviri.
juve
18 ნოემბერი 2022 11:31
0
ეს ფეიკია ლეღვი ჟურნალისტებისაგა. მაგ ვითომ ჟურალისტებს არ ახსოვთ ყატარის ნაკრებმა 2018-ში 4-3 მოუგო ეკვადორს და მინდა გითხრათ იმავე 2018-ში გასვლაზე შვეიცარია დაამარცხეს 1-0. ახლა კი ზედიზედ 4 თამაში მოიგეს და ყველა ამხანაგურს ყიდულობენ? იქნებ მაგ ჟურნალისტებს ფოტო და ვიდეო მასალებიც ააქვთ ჩემოდნით ფულს როგორ აძლევდნენ. სუფთა მეზღაპრეები ვინც გაავრცელა ან დაიჯერებს.
G.LA
18 ნოემბერი 2022 11:02
3
საბურთალო, რომ სომხებთან წააგებდა,თამაშის დღეს შუადღით დაიწერა. ვერ წააგეს მერე, თუ რა.
დიმა
18 ნოემბერი 2022 10:26
1
ზოგადად ამ თამაშის ლოგიკური შედეგი 1-0,0-0,1-1.-ია.ეკვადორი ყველაზე სუსტია სამხრეთ ამერიკულ გუნდებში და სტუმრად საშინლად თამაშობს.ძალიან უჭირს ბურთის გატანა ზოგადად და ცოტასაც უშვებს.ისედაც არ იქნება გასაკვირი თუ მასპინძელთან გახსნის მატჩი წააგო.თუარ ვცდები მსოფლიო ჩემპიონატებზე მასპინძელ გუნდს გახსნის მატჩი არ წაუგია აქამდე.თუმცა მაინც გამორიცხული არაა მართლაც იყიდონ ეს თამაში...
master
18 ნოემბერი 2022 09:52
2
საფრანგეთი მასპინძელი არ იყო მაშინ.მსოფლიო ჩემპიონი იყო.
master
19 ნოემბერი 2022 01:04
0
საფრანგეთმა წააგო სენეგალთან
w
18 ნოემბერი 2022 12:30
1
ყველა გამოხმაურება
თუ უკვე ასე გავრცელდა/გაბაზრდა ვერ ჩაუწყვიათ მთლათ კარგად...
სოსო
18 ნოემბერი 2022 08:38
0
ყატარის მოგება არ ვიცი მარა გახსნით მატჩში გოლების წვიმას ნამდვილად არ უნდა ველოდეოთ
ნოდო
18 ნოემბერი 2022 07:57
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული