"კატარში ეს კატასტროფაა, სრული ჯოჯოხეთია" - მუნდიალამდე 1 დღით ადრე ინგლისელი გულშემატკივარი მძიმე ამბავს ჰყვება

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Times-მა ერთ-ერთი ინგლისელი გულშემატკივარი ჩაწერა, რომელიც ჰყვება, რა საშინელი პირობებია კატარში ჩასული გულშემატკივრებისთვის შექმნილი.

"კატარში ფან-ზონები და ფან-სოფლები ჯოჯოხეთია. ბინაში კონდიციონერი ძლივს მუშაობს და გამანადგურებელი თვითმფრინავის მსგავსი ხმა აქვს. 

იმ შემთხვევაში, თუნდაც კონდიციონერი მთელი დღე ჩართული იყოს, ტემპერატურა 27 გრადუსზე დაბლა არ დაეცემა. ღამით მისი ჩართვა კი შეუძლებელია, რადგან ძალიან ხმაურიანია.

საწოლები? - ისინი ქვასავითაა. შეიძლება, იატაკზეც დაიძინოთ... არასდროს ვყოფილვარ ასეთ არასასიამოვნო ადგილას, 10 დღეა აქ ვარ და სრული კოშმარია!

შესაძლოა, 1-2 დღე აქ კარგი იყოს,
მაგრამ თუ უფრო დიდხანს გაჩერდებით, ნამდვილი საშინელებაა", - ამბობს გულშემატკივარი.

მსოფლიო ჩემპიონატზე კატარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 25-30 გრადუსი იქნება. 2022 წლის მუნდიალი ისტორიაში პირველია, რომელიც ზამთრის თვეებში ტარდება. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ხვალ, 20 ნოემბერს, კატარსა და ეკვადორს შორის გაიმართება
მკითხველის კომენტარები / 16 /
ყატარმა თავის დროზე დიდი როლი ითამაშა რუსეთში,რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულიყო.სამაგიეროდ მიიღო ის რაც უნდოდა.ასე ყიდულობდა პუტინი ხმებს და ჩინოვნიკებს.ასე იყიდეს ორი უეფას თასი,სოჭის ოლიმპიადა.უგორეს კოჭი მექრთამე ევროპელმა ჩინოვნიკებმა და სადაც მივედით ამ კოჭის გორებით ყველა ვხედავთ.
ენძო
15:38 19-11-2022
16
ამ მუნდიალის მასპინძლობის უფლების ყიდვით ყატარმა სრულიად საფეხბურთო სამყაროს თავზე ხომ მოისაქმა და დაწყებამდე ორი დღით ადრე ლუდის გაყიდვაც აკრძალა სტადიონებზე... ახია ევროპაზე, იმის ნაცვლად, რომ ბოიკოტი გამოეცხადებინათ, ორი კვირით ადრე ჩაგრიხინდნენ უდაბნოში და ახლა წუწუნებენ პირობებზე... კარგი იქნება, თუ ყატარელი შეიხები მაგ გულშემატკივრებს მონებად დაიტოვებენ და შემდეგ მუნდიალამდე თავის ურიცხვ ბოსელებში ამუშავებენ აქლემების მომვლელებად....
დდდ
15:36 20-11-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული