პირველი უგოლო მატჩი ტურნირზე - დანიამ და ტუნისმა ქულები გაიყვეს

AutoSharing Option
მორიგი სიურპრიზი აუტსაიდერისგან

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, D ჯგუფში, დანიისა და ტუნისის მატჩი 0:0 დასრულდა.

თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი აქტიურობდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, ტუნისელთა თავდამსხმელმა ჟებალიმ გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. პირველი ტაიმის დასასრულს ჟებალი მეკარესთან პირისპირ გავიდა და შმეიხელმა მისი დარტყმული ბურთი მოიგერია. შესვენების შემდეგ დანიელებმა დამენის კარი დალაშქრეს, თუმცა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. შემდეგ კორნელიუსმა აფრიკელთა ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა ბურთი. სკანდინავიელები უპირატესობას ფლობდნენ, მოწინააღმდეგე კი თავს უნარიანად იცავდა, კონტრიერიშებით პასუხობდა და შეხვედრა ფრედ
დასრულდა.

ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს საფრანგეთი და ავსტრალია დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი. „სიტი სტადიუმი“. 42 925 მაყურებელი
დანია - ტუნისი 0:0

მკითხველის კომენტარები / 1 /
ფუ რა უსახური თამაში იყო."სვარკა" ჩვეულებრივი.
ნიკა
19:25 22-11-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული