ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა მუნდიალზე გერმანიას მზე დაუბნელა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, E ჯგუფში, იაპონიამ გერმანიას 2:1 სძლია.

როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანია თავიდანვე დაეუფლა დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას, შტურმი მოაწყო და რაუმის მიერ მოპოვებული პენალტით გიუნდოგანმა ანგარიში გახსნა. ევროპელებმა ამის შემდეგაც არაერთი მომენტი შექმნეს, გიუნდოგანმა ბურთი ძელს გაარტყა და ამდენი შანსის ხელიდან გაშვების გამო დაისაჯნენ: გააქტიურებულმა იაპონელებმა სახიფათო კონტრშეტევებით უპასუხეს, იტოს გატანა ნოიერმა არ დაანება, შემდეგ კი დოანმა და ასანომ დალაშქრეს ბუნდესგუნდის კარი (ორივე ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელია). გერმანია ბოლოს იერიშებზე გადავიდა, გორეცკამ მიზანს ვერ უწია და იაპონიამ
სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ესპანეთი და კოსტა-რიკა დაუპირისპირდებიან.

ალ რაიანი, „ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი“. 42 608 მაყურებელი
გერმანია - იაპონია 1:2
გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33, პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)

მკითხველის კომენტარები / 44 /
ესენი მგონი ლგპტ სამკლაურზე უფრო ფიქრობდნენ ვიდრე ფეხბურთზე და შედეგიც შესაბამისი იყო. ეს არ იყო გერმანული ხასიათი არც გერმანული ფეხბურთი.
alex
23 ნოემბერი 2022 20:45
4
გერმანია, სადაც ჰიტლერის პირობებშო ოლიმპიადა ჩატარდა და ჯესი ოუენსის მოგებამ კინაღამ გადარია დიქტატორი, ახლა გუნდოგანი და შავები თამაშობენ და ამას პლუს ლგბტ სამკლაურის არგაკეთებას ფიფა გაიძულებს იქ მთავრდება ყველაფერი!
ლგბტ მოძრაობა ესაა დეგრადაციისკენ და რეგრესისკენ მიმართულება და როგორც შუასაუკუნეებში, ისე ახლა ნორმალურ ადამიანში იწვევს ზიზღს და არა შეცოდებას და დანარჩენი მავანმა არკვიოს ლგბტ რეგრესია თუ პროგრესი!
ლაშა
23 ნოემბერი 2022 19:33
6
კი, რა თქმა უნდა. პროგრესია საქართველოსთვის და რეგრესი ევროპისთვის:) ჰო და შევუერთდეთ “დედა რუსეთს” ისევ და ვიაროთ ლელინგრადში და მოსკოვში რუს ქალებთან საგულაოდ და ამით “დავიცვათ” ქართული ოჯახის სიწმინდე რაც მთავარია (რასაც ხშირად ვკითხულობ ამ საიტზე). აბა, თურმე განსხვავებული ორიენტაციის ხალხი თურმე ამასაც გვართმევს და გადამდებებიც ყოფილან. გვერდზე არ ჩაგვიარონ ეგე მანდ.
იქნებ ჯობდეს, განათლების დონის ამაღლებას, ერთმანეთის პატივისცემას და ქვეყნის ჭეშმარიტ სიყვარს “მივაწვეთ” და არა ჩაქუჩით ვდიოთ “განსხვავებულ ხალხს”.
გიორგი
24 ნოემბერი 2022 02:44
7
ტოტალიზატორებზე დაბოღმილთა საყურადღებოდ - გაიგეთ, რომ ნაკრების თამაშების გაყიდვა უამრავი ნიუანსის გამო არ და ვერ ხდება!!! ასე რომ იყოს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გაჟონავდა ინფორმაცია და ასეთი კი ჯერ არ მომხდარა, განსხვავებით საკლუბო თამაშებისა... ყველაზე სკანდალური მატჩის მაგალითად მოჰყავთ 1978-ში არგენტინა - პერუ 6:0, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ იქ იყო აბსოლუტურად უმოტივაციო პერუს ნაკრები და ზემოტივირებული მასპინძელი არგენტინა ... ზოგმა არგენტინას ფინალის ყიდვაც კი დააბრალა, არადა ჰოლანდიელებმა ძირითადი დროის ბოლო წუთზე ძელს გაარტყეს და გარანტირებული ჩემპიონის ტიტული დაკარგეს... ჩემი რჩევა იქნება, ნუ ფადებთ ფსონებს პირდაპირ შედეგებზე ან საერთოდაც ნუ ითამაშებთ, ასე უფრო ჩაატანთ გემოს ფეხბურთს და იმ ზეიმს, რასაც მუნდიალის ყურება ჰქვია...
ვოოტ
23 ნოემბერი 2022 21:37
5
ბრავო, ვოოტ!
მშვენიერი კომენტარია!
ILIA
23 ნოემბერი 2022 22:22
0
რუდიგერ ეხლა იცინე და ირბინე ცინიკურად.
ave
23 ნოემბერი 2022 20:05
3
ახლაც იფიქრონ გერმანელებმა ელჭეპეტეობაზე.
გეგი
23 ნოემბერი 2022 19:22
6
ფეხბურთი ქათმების თამაში არაა.
I
23 ნოემბერი 2022 19:59
2
სავარაუდოდ გერმანელებმა ბევრი იცინეს არგენტინელებზე
კაკო
23 ნოემბერი 2022 21:04
2
ფიზიკურად გამორიცხულია... გერმანელები არ იცინიან, გერმანელები ჭიხვინებენ..
დდდ
23 ნოემბერი 2022 21:44
4
Ფეხბურთს სამურაის სული იგებს და არა გააფრიკებულ გაპიდა...Სტებული, გაPRბული ფავორიტი!
Ზაზა
23 ნოემბერი 2022 19:19
7
მოედანი გაქ ,ბურთი გაქ, დადექი და ითამაშე ფეხბურთი,გერმანიაში რო ჩახვალთ დაიხვიეთ სამკლაური სადაც გინდათ.
23 ნოემბერი 2022 20:03
1
ბუნდესტაგი დაეცა ლგბტს ძალა და მადლი ფარავდეს სრულიად გერმანიას ნოიერის თამადობით...
igi
23 ნოემბერი 2022 22:32
10
მკრეხელობაა თქვენი ნათქვამი. ქრისტე შემწყნარენლობას და სიკეთეს ქადაგებდა და არა სიავეს და დევნა-ჩაგვრას. ადამიანის ღირსება და სიძლიერე სხვის გინებაში და დამცირებაში არასოდეს ყოფილა.
გიორგობას ვულოცავ მთელს საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ მყოფ ყველა ქართველს!
გიორგი
24 ნოემბერი 2022 01:49
6

სიახლეები პოპულარული