შეხვედრას გერმანიის შსს მინისტრი ნენსი ფეიზერი დაესწრო, რომელიც ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდით OneLove სამკლავურით იჯდა.
მოგეხსენებათ, ნაკრებების კაპიტნები მუნდიალის მატჩებში ამ სამკლავურით გამოსვლას აპირებდნენ, თუმცა ფიფა სპორტული სანქციებით დაიმუქრა.
ინფანტინოს მოღვაწეობით აღშფოთებულია "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელსაც მიაჩნია, რომ ფიფას ბოსი ფეხბურთს კატასტროფისკენ მიაქანებს:
"ჩვენი საფეხბურთო კავშირი დაგვპირდა, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანი OneLove სამკლავურით გამოვიდოდა, რაც არ გააკეთეს, რადგან გამბედაობა არ ეყოთ.
ეს აუცილებელი იყო...
როგორც იცით, ჰანსი ფლიკის გუნდის ფეხბურთელებმა იაპონიასთან მატჩის წინ საერთო ფოტოს გადაღებისას პირზე ხელი აიფარეს.
ეს იყო გზავნილი Fifa-სადმი One Love-ის კაპიტნის სამკლავურის გამოყენების აკრძალვაზე.
Sky News-ის ჟურნალისტის, რობ ჰარისის ინფორმაციით, ფიფა გერმანიის ნაკრების დასჯას არ აპირებს.
იაპონელმა ფანებმა გერმანიასთან მატჩის შემდეგ სტადიონის ტრიბუნები დაასუფთავეს
დაისჯება თუ არა გერმანია - იაპონიასთან მომხდარ მატჩისწინა ქმედებაზე ფიფას გადაწყვეტილება ცნობილია