"პენალტი? მსაჯებმა რონალდოს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს" - განელთა მწვრთნელი

AutoSharing Option
განის ნაკრების მწვრთნელმა ოტო ადომ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიასთან წაგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ცხადია, იმედგაცრუებული ვარ. პორტუგალია ბურთს ფლობდა, ვიცოდით, ეს ეხერხება, მაგრამ თავს კარგად ვიცავდით.

მერე გაგვიტანეს და ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობ, მსაჯმა (ისმაილ ილფატი) პენალტის დანიშვნისას არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის მერე ყველაფერი გართულდა - ეს ხომ მსოფლიო კლასის გუნდია. თუმცა ჩვენ მამაცნი და წარმატებულნი ვიყავით და ანგარიში თითქმის 3:3 გავხადეთ.

აქ ბევრი სალაპარაკო არაა. ნული ქულა. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი დაგვრჩა. გვინდა, ჩვენ - სამხრეთი კორეა, პორტუგალიამ
კი ურუგვაი დაამარცხოს. ასეთ შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გვექნება.

მინდოდა არბიტრს გავსაუბრებოდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს არ შეიძლება.

გოლის გატანის შემდეგ ფეხბურთელს შემიძლია მხოლოდ მივულოცო. რონალდოს ზედიზედ მეხუთე ჩემპიონატზე გატანას ვულოცავ. მსაჯებმა განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთეს", - ციტირებს ადოს "რეკორდი".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ მოგონილი პენალტით აურია სულ მსაჯმა ეს თამაში
dato
09:09 25-11-2022
10
აბსოლუტურად ვეთანხმები.არანაირი პენალტი არ ოყო.გამორიცხულია ასეთი პენალტი პორტუგალიის კარში დაენიშნათ რაკი რონალდოს რეკორდი ქონდა დასამყარებელი აჩუქეს პენალტი და განა გაწირეს.ვარის ეპოქაშიც კი მანიპილირებენ.უსამართლობაა და საამისოდ აუცილებლად ზღავს პორტუგალიის ნაკრები,თან ძალიან მწარედ ზღავს.
Master
14:05 25-11-2022
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული