სენეგალი უპირატესობას ფლობდა, პირველი ტაიმის დასასრულს მეტოქის შეცდომით დიამ ისარგებლა და თავისი გუნდი დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარი დედიუმ დალაშქრა. კატარელებს კარგი მომენტი 67-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ მოჰამედის დარტყმული ბურთი ბრწყინვალე ნახტომში მეკარე მენდიმ მოიგერია. თუმცა, შემდეგ მუნტარიმ ანგარიში შეამცირა. 84-ე წუთზე კი სენეგალელმა დიენგმა ბარშამის კარი დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სენეგალმა პირველი ქულები მოიპოვა
დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ნიდერლანდები და ეკვადორი დაუპირისპირდებიან.
დოჰა. „ალ ტუმამა“. 41 797 მაყურებელი
კატარი - სენეგალი 1:3
გოლები: 0:1 დია (41), 0:2 დედიუ (48), 1:2 მუნტარი (78), 1:3 დიენგი (84)