კიდევ ერთი უღიმღამო მატჩი: ფავორიტად მიჩნეულმა ინგლისმა აშშ ვერ დაჯაბნა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში ინგლისისა და აშშ-ის მატჩი 0:0 დასრულდა.

მოიგერიეს რა ინგლისელთა სასტარტო შეტევები, ამერიკელები თავად გადავიდნენ იერიშებზე, მაკენიმ ვერ უწია მიზანს, პულიშიჩმა კი ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს ბრიტანელებს ჰქონდათ შანსი, მაგრამ მაუნტის გატანა მეკარე ტერნერმა არ დაანება. მეორე ტაიმში აშშ უპირატესობას დაეუფლა, მოკლე პერიოდში ხუთი კუთხური ჩააწოდა, თუმცა ხიფათის შექმნა ვერ შეძლო. შემდეგ თამაში გათანაბრდა, მომენტები საერთოდ არ იქმნებოდა და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი ინგლისია, 3 ქულით მეორე ადგილზე ირანია,
2 ქულით მესამეზე აშშ, მეოთხეზე კი ერთქულიანი უელსი.

ბოლო ტური 29 ნოემბერს ჩატარდება: ირანი აშშ-ს, ხოლო უელსი ინგლისს დაუპირისპირდება.

ალ ჰორი. „ალ ბაითი“. 68 463 მაყურებელი
ინგლისი - აშშ 0:0

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგარი საცოდავი გუნდია ინგლისი ერთი თამაში გაუვარდება ხოლმე და ფავორიტად შერაცხავენ. არადა რაც რესურსები აქვს მართლა ფავორიტი უნდა იყოს, ან მწვრთნელი აჩმახებს და გუნდს ვერ აყენებს. მოკლედ ინგლისის დედაც...
ფიფა
26 ნოემბერი 2022 01:00
3
ყოველი მეორე თამაში გაყიდულია, რაც დღეს ინგლისმა გააკეთა ესაა მაყურებლების დაცინვა, რა ქნა არგენტინამ, გერმანიამ, ახლა არ დამიწყოთ ბურთი მრგალია და სისულელეები, იმედია ბრაზილიაც არ აყვება, ვანგაალის მწვრთნელობა არ გაიშვას მოურინიოა კუბში აყვანილი. ფეხბურთს აზიზღებენ ხალხს. ერთი მალე მორჩეს ხვიჩას თამაში მთელ მსოფლიო ჩემპიონატს მირჩევნია...
მმმ
26 ნოემბერი 2022 01:48
15
როგორ მინდა ერთი უელსმა მოუგოს ინგლისს და იქით კიდევ ფრე არ დამთავრდეს, ჩარჩნენ ჯგუფში
მამუკა
26 ნოემბერი 2022 04:11
0
რა გაყიდული. რეებს იგონებთ.
მოეშვით შეთქმულების თეორიებს
გენა
26 ნოემბერი 2022 09:43
2
საუთგეიტის ბრალი მგონია სტერლინგი მაუნტი და საკა შეცვლაზეც კი არ უნდა შეიყვანოს. ფოდენს რომ არ ათამაშებ და ტრენტ არნოლდს რომლებიც ყველა თამაშს თამაშობენ ძირითადში კლუბებში რაშფორდს. ასე მგონია სათამაშო ფორმის მიხედვით კი არ აყენებს სასტავს ბინც ევასება იმათ ათამაშებს.ან სად იპოვეს ეს საუთგეიტი ამდენ მწვრთნელებში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა კიდევ ჰარი კეინმა ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო Lgpt სამკლაური რომ ვერ გაიკეთა( სირიკოლაა).
მაროკო
26 ნოემბერი 2022 02:39
3
ვერანაიად ვერ დავიჯერებ, რომ ინგლისს ამაზე უკეთ თამაში არ შეეძლო, აშკარად ჩანდა რომ ფრეზე თამაშობდნებ, ბოლო ჯარიმის დროს ლუკ შოუმ ჯერ ბურთი შეგნებულად შორს გადააგდო ჯარიმის ადგილიდან, შემდეგ ნელი ნაბიჯით მივიდა, აიღო და მითითებულ ადგილას დადო, ბოლო წუთებზე გუნდს რომელსაც მოგება უნდა ასე არ თამაშობს, დარწმუნებული ვარ სერიოზული ფსონები იქნებოდა დადებული ინგლისის მოგებაზე
მამუკა
26 ნოემბერი 2022 01:01
6
ამაზე მეტად რანაირად უნდა გაყიდონ თამაში არ მესმის მთელი მეორე ტაიმი ორივე გუნდი იდგა ამერიკა კიდე ხო ინგლისი რას აკეთებდა მერე რა რო ფრე აწყობდა ამდენი ხალხი მოდის შენ საგულშემატკივროდ ესე როგორ უნდა იდგე მოედანზე ტიპებს სირბილი არ უნდოდათ
26 ნოემბერი 2022 01:09
4
როდის გინახიათ ლაღად მოთამაშე ინგლისი? სულ ესე წვალობენ და აწვალებენ მაყორებელსაც. წინა თამაში თვითონვე იყვნენ გაკვირვებული. რაც ყოველთვის იყო ისეთი იყო ინგლისი. რა გაყიდვაზე ლაპარაკობთ ვის რაში სჭირდებოდა 1 ქულა?
G.LA
26 ნოემბერი 2022 09:21
0
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს არცერთს არ უნდოდა მოგება.
ჟორა გაბრიჭიძე
26 ნოემბერი 2022 10:54
0
საუთგეითი არის ფეხბურთის მკვლელი. ჯერ ერთი ტრენტი გყავს და ტრიპიერს ათამაშებ უკვე მანდ ჩანს რო რაღაც ვერგაქ წესრიგში. მერე მეორე ვინ მაუნტები უყენია, ფოდენი იმენა დაბმული პიტბულივითარი ოღონდ აუშვი. არაუშავს კარგ ჩიტს დაიჭერს ამ მსოფლიოზე საუთგეიტი. პლეიოფში ეგრევე რო მოისვრიან სახლში
ქართველი
26 ნოემბერი 2022 10:46
0
და ფლეიოფში როგორ გაგყავს რო ატაკოს უელსმა?!ბურთებია თუ ურთიერთშეხვედრები?!კარგი იქნებოდა ლუზერები ჩარჩნენ ჯგუფში...თუ არადა გაუკეთებენ პლეიოფში უკან ნაქებ დოღლიგას:):):)ინგლისი და ფეხბურთი იგივეა სად ერეკლე სად ჩემი ...
ნიკო
26 ნოემბერი 2022 12:12
1
ძმებმა ძმურად "გაიყვეს", ფეხბურთის სამშობლოში ფეხბურთს კლავენ.
ელგუჯა
26 ნოემბერი 2022 08:17
2
არ ვარ ინგლისის გულშემატკივარი და საშინელ ფეხბურთს ათამაშებს საუთგეთი, მაგრამ რას აშავებს მიდის როგორც თვითონ აწყობს. იტალია მთელი ცხოვრება ანგარიშზე და გათვლებზე ორიენტირებული თამაშებით ხდება ჩემპიონი და ეს რატო გაოცებთ ინგლისისგან ან სად ჩანს რომ სუსტია?!
აწყობდა ესეთი მშვიდი ფრე და მიიღო, უელსი გაიქაჩება და მიიღებს გოლებს. ჩვენთვის საშინელებაა უბრალოდ ამის ყურება
ზურა
26 ნოემბერი 2022 12:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული