კიდევ ერთი უღიმღამო მატჩი: ფავორიტად მიჩნეულმა ინგლისმა აშშ ვერ დაჯაბნა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში ინგლისისა და აშშ-ის მატჩი 0:0 დასრულდა.

მოიგერიეს რა ინგლისელთა სასტარტო შეტევები, ამერიკელები თავად გადავიდნენ იერიშებზე, მაკენიმ ვერ უწია მიზანს, პულიშიჩმა კი ბურთი ძელს გაარტყა. ტაიმის დასასრულს ბრიტანელებს ჰქონდათ შანსი, მაგრამ მაუნტის გატანა მეკარე ტერნერმა არ დაანება. მეორე ტაიმში აშშ უპირატესობას დაეუფლა, მოკლე პერიოდში ხუთი კუთხური ჩააწოდა, თუმცა ხიფათის შექმნა ვერ შეძლო. შემდეგ თამაში გათანაბრდა, მომენტები საერთოდ არ იქმნებოდა და შეხვედრა ლოგიკური ფრით დასრულდა.

ამ ჯგუფში 4 ქულით ლიდერი ინგლისია, 3 ქულით მეორე ადგილზე ირანია,
2 ქულით მესამეზე აშშ, მეოთხეზე კი ერთქულიანი უელსი.

ბოლო ტური 29 ნოემბერს ჩატარდება: ირანი აშშ-ს, ხოლო უელსი ინგლისს დაუპირისპირდება.

ალ ჰორი. „ალ ბაითი“. 68 463 მაყურებელი
ინგლისი - აშშ 0:0

მკითხველის კომენტარები / 15 /
მაგარი საცოდავი გუნდია ინგლისი ერთი თამაში გაუვარდება ხოლმე და ფავორიტად შერაცხავენ. არადა რაც რესურსები აქვს მართლა ფავორიტი უნდა იყოს, ან მწვრთნელი აჩმახებს და გუნდს ვერ აყენებს. მოკლედ ინგლისის დედაც...
ფიფა
01:00 26-11-2022
3
ყოველი მეორე თამაში გაყიდულია, რაც დღეს ინგლისმა გააკეთა ესაა მაყურებლების დაცინვა, რა ქნა არგენტინამ, გერმანიამ, ახლა არ დამიწყოთ ბურთი მრგალია და სისულელეები, იმედია ბრაზილიაც არ აყვება, ვანგაალის მწვრთნელობა არ გაიშვას მოურინიოა კუბში აყვანილი. ფეხბურთს აზიზღებენ ხალხს. ერთი მალე მორჩეს ხვიჩას თამაში მთელ მსოფლიო ჩემპიონატს მირჩევნია...
მმმ
01:48 26-11-2022
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული