მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისისა და აშშ-ის ნაკრებების მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ალ ჰორის 68-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო, მაგრამ გუნდების თამაშმა გულშემატკივრები რბილად რომ ვთქვათ, იმედგაცრუებული დატოვა. ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა უკმაყოფილება ვერ დამალა.
"ნულებს უკვე მივეჩვიე და რაღაცნაირად დავუმოყვრდი კიდეც, მაგრამ საღამოს მატჩში ნულები... მე უბრალოდ სიტყვები არ მაქვს.
უნამუსო! მშიშარა! ვერაგი ანგლოსაქსები! ვიგინდარები ხართ თქვენ ყველანი, აი რა", - წერს უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.